"რომა" ფლობდა უპირატესობას, თუმცა ძირითადად შორეული მანძილიდან დარტყმებით შემოიფარგლებოდა. 78-ე წუთზე მატჩის ყველაზე სახიფათო მომენტი შეიქმნა, მირალემ პიანიჩის დარტყმული მეკარე სამირ ჰანდანოვიჩმა მოიგერია და "ინტერი" მარცხისგან იხსნა.
რუდი გარსია (რომა): "რა უნდა ითქვას მატჩზე, რომელიც თითქმის ცარიელი ტრიბუნების წინ მიმდინარეობდა. ცარიელი ადგილები ასეთი დონის მატჩზე? ეს არცთუ კარგი რეკლამაა