ალესანდრო ნესტა: კონტე სწორად მოიქცა

AutoSharing Option
"მილანის" და იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი ალესანდრო ნესტა "გაძეტა დელო სპორტს" გაესაუბრა და განაცხადა, რომ მარიო ბალოტელის გამოძახებით ანტონიო კონტემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ კონტემ ბალოტელი ეროვნულ ნაკრებში დააბრუნა, რასაც არავინ ელოდა. მარიო ცუდ ფორმაშია და "ლივერპულის" შემადგენლობაში პრემიერლიგაში გოლი ჯერაც არ გაუტანია - მიუხედავად ამისა, ნესტამ კონტეს გადაწყვეტილება მოიწონა:

"არ ვიცნობ ბალოტელის, მაგრამ ბევრჯერ მინახავს მისი თამაში და ვიცი, რომ ძალიან ნიჭიერია. დღეს მას გვერდში დგომა სჭირდება და არა ხელის კვრა. ამიტომ ანტონიო კონტეს გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ.

სანაკრებო
ატმოსფერო მარიოზე კარგად იმოქმედებს და შესაძლოა, გარდამტეხიც კი გამოდგეს კრიზისის დაძლევაში. ბალოტელი იტალიის ნაკრებს სჭირდება და მჯერა, რომ ხორვატებთან სუკეთესო თამაშს აჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული