"ტოროს" დიდი სატრანსფერო გეგმები

AutoSharing Option
გასული სეზონი "ტორინოსთვის" წარმატებული გამოდგა და შედეგად, წელს ევროპალიგის გათამაშებაში ასპარეზობს.

თუმცა ტურინელებს უჭირთ ორ ფრონტზე ასპარეზობა და ამაში გულშემატკივრები კლუბის მესვეურებს ადანაშაულებენ. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ტურინელებმა ორი საუკეთესო მოთამაშე: ჩირო იმობილე და ალესიო ჩერჩი გაუშვეს, სანაცვლოდ კი მხოლოდ ფაბიო კვალიარელა დაიმატეს.

საგულისხმოა, რომ "ტორინოს" სატრანსფერო შემოსავალი 25 მილიონ ევროზე მეტი იყო, კვალიარელა კი მხოლოდ 4 მილიონი დაჯდა. ამ ფონზე, ქომაგთა აღშფოთება გასაგებია, თუმცა "გრანატას" პრეზიდენტი ურბანო კაირო ტიფოზებს ამშვიდებს:

"მესმის გულშემატკივრების, რომლებსაც მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი "ტორინოს" ხილვა სურთ. ზამთარში
გუნდს გვარიანად გავაძლიერებთ და ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ კიდეც.

ორი ფორვარდის დამატება გვსურს, პრიორიტეტული სამიზნეები კი ადემ ლიაიჩი და ჯამპაოლო პაცინი არიან. სათამაშო პრაქტიკა ორივეს აკლია, ჩვენ კი მათზე დიდ იმედებს დავამყარებთ. თუ რომელიმე ვერ გადმოვიბირეთ, ლუის მურიელის ან ალბერტო პალოსკის დამატებას შევეცდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული