მას შემდეგ, რაც "ინტერს" რობერტო მანჩინი ჩაუდგა სათავეში, კლუბის ირგვლივ უამრავი სატრანსფერო ინფორმაცია ვრცელდება. "კორიერე დელო სპორტის" ცნობით, მანჩინის "ლივერპულიდან" მარიო ბალოტელის გადაბირება სურს და ამის შესახებ პრეზიდენტ ერიკ ტოჰირს უკვე მოახსენა კიდეც.
23 წლის ბალოტელი მანჩინის შეგირდი სწორედ "ინტერში", შემდეგ კი "მანჩესტერ სიტიში" იყო. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თავად მანჩინიმ ბალოტელის ტრანსფერი გამორიცხა:
"ბალოტელის გაუმართლა, რომ ინგლისში დაბრუნდა და ისეთ დიდ გუნდში ასპარეზობს, როგორიც "ლივერპულია". ეს ბრწყინვალე შანსია იმისთვის, რომ შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოს. პირველ შეხვედრებში გაუჭირდა, მაგრამ მჯერა, რომ
ჩავარდნას დაძლევს. ალბიონზე მას ყველა პირობა აქვს შექმნილი და სჯობს, იქ დარჩეს. მარიოს გადაბირებას ნამდვილად არ ვგეგმავთ, ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"