იტალია. სერია A. XII ტურის წინ: დიდი გარჩევები მილანსა და რომში

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, იტალიას საკლუბო ფეხბურთი უბრუნდება. სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-12 ტური მეტად საინტერესო მატჩებს გვპირდება, განსაკუთრებით ორი მატჩი უნდა გამოვარჩიოთ: რომში "ლაციო" "იუვენტუსს" დაუხვდება, მილანში კი "დერბი დელა მადონინაა"...

დერბი მაინც დერბია
მართალია, მილანური გუნდები ვერ ბრწყინავენ და ვეღარც ვარსკვლავებით იწონებენ თავს, მაგრამ ამ გუნდების ჯახი მაინც განსაკუთრებული მოვლენაა. სატურნირო ცხრილის მიხედვით, "ლაციო"-"იუვენტუსის" დაპირისპირება უფრო საინტერესოდ მოსჩანს, მაგრამ როდესაც ერთმანეთს "მილანი" და "ინტერი" ხვდებიან, იქ ცხრილი მეორეხარისხოვანი ხდება.

როგორც გუნდების მწვრთნელები ამბობენ, დერბიში გამარჯვება შესაძლოა გარ
დამტეხი გამოდგეს და ბუნებრივია, "მილანიც" და "ინტერიც" მხოლოდ 3 ქულას დაუმიზნებენ. გავეცნოთ კომენტარებს და შემდეგ შემადგენლობებზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

ფილიპო ინძაგი (მილანის მწვრთნელი): "ბოლო პერიოდში, ბევრი ქულა დავკარგეთ და პრესაში ჩავარდნაზე ალაპარაკდნენ. "ინტერთან" გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს საკუთარი თავის რწმენას გაგვიორმაგებს. მეტოქეს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ახალი იდეებით, რაც გუნდს საბრძოლო განწყობას აუმაღლებს. პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ, სხვა ვარიანტს არც განვიხილავ".

რობერტო მანჩინი (ინტერის მწვრთნელი): "მილანური დერბი განსაკუთრებული მოვლენაა და თამაშს დიდი ენთუზიაზმით ველოდები. ეს იქნება დიდი ჯახი, რომლის პროგნოზირება შეუძლებელია. მანჩესტერულ დერბისთან შედარება? - მანჩესტერში ძალიან უყვართ ფეხბურთი, მაგრამ ეს მხოლოდ სტადიონზე იგრძნობა; თამაშის დაწყებამდე, ქალაქი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. მილანში უფრო მეტი ვნებაა თამაშის გარშემო და ეს ფეხბურთელებზეც მოქმედებს. ტაქტიკა-შემადგენლობა, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია".

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ფილიპო ინძაგი ტრადიციულ 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და შეტევაში კეისუკე ჰონდას, ჟერემი მენეზს და სტეფან ელ შაარავის გაამწესებს. ფერნანდო ტორესი მწყობრშია, მაგრამ ესპანელი თადარიგში მოიაზრება.

გასაგებ მიზეზთა გამო, უფრო საინტერესო "ინტერის" ტაქიკაა; ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, მანჩინი 4-3-1-2 სქემას აირჩევს, წინ რიკარდო პალასიოს და მაურო იკარდის გაამწესებს, მათ უკან კი მატეო კოვაჩიჩი გაირჯება. ვალტერ მაძარის ხელში გუნდი მუდმივად 3 მცველით თამაშობდა და ეს გადაწყობა უდაოდ საინტერესოა.

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - რამი, ალექსი, მექსე, დე შილიო - პოლი, დე იონგი, ბონავენტურა - ჰონდა, მენეზი, ელ შაარავი.
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო, ჟუანი, რანოკია, დოდო - გუარინი, მვილა, ობი - კოვაჩიჩი - პალასიო, იკარდი.

"იუვეს" რომში ელიან
ძალიან საინტერესო მატჩი შედგება რომში, სადაც "იუვენტუსი" "ლაციოს" ესტუმრება. თუ წინა ტურში განცდილ მარცხს არ ჩავთვლით, რომაელები კარგად ასპარეზობენ და წესით, ლიდერს დიდი ბრძოლა უნდა გაუმართონ.

როგორც "ლაციოს" ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, მიროსლავ კლოზე აცხადებს, ტურინელთა დასამარცხებლად მაქსიმუმის გაღებაა საჭირო:

"წინ დიდი მატჩია, რომელშიც ჩვენი მიზანი გამარჯვებაა. წინა ტურში დასანანი მარცხი ვიწვნიეთ და გულშემატკივართა თვალწინ რეაბილიტაცია გვმართებს. "იუვეს" დასამარცხებლად მაქსიმალური მომზადება, სრული კონცენტრაცია და ცოტა იღბალია საჭირო. ვიქნები თუ არა ძირითად შემადგენლობაში? - ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული და ვერაფერს გეტყვით".

"გაძეტა" ვარაუდობს, რომ მიროსლავ კლოზე სათადარიგოთა სკამზე იქნება, ძირითადში კი ფილიპ ჯორჯევიჩს ვიხილავთ. სერბ ფორვარდს ფლანგებიდან ანტონიო კანდრევა და სენად ლულიჩი დაეხმარებიან, შუა ხაზს კი სტეფანო მაური, ლუკას ბილია და მარკო პაროლო გაამაგრებენ. "იუვენტუსი" კარლოს ტევესის და ფერნანდო ლორენტეს ტანდემით შეუტევს, შუახაზში კი სავარაუდოდ, სიმონე პადოინს, არტურო ვიდალს, ანდრეა პირლოს, პოლ პოგბას და რობერტო პერეირას ვიხილავთ.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც "რომას" გულშემატკივრები "ლაციოს" უქომაგებენ, თავად "ჯალოროსი" კი "ატალანტას" ესტუმრება. ბერგამოში მოგება რთულია, მაგრამ რუდი გარსიას შეგირდებს სწორედ სამი ქულა სჭირდებათ.

იტალია. სერია A. XII ტური
შაბათი. 22 ნოემბერი
ატალანტა-რომა 21.00
დისკვალიფიკაცია: ჩიგარინი - ტოტი.
ტრავმა: როსეტი, ესტიგარიბია - ბალცარეტი, კასტანი, კურჩი, იანგა-მბივა, მაიკონი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +8=3-20, (33-53)

ლაციო-იუვენტუსი 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: რადუ, ჯენტილეტი, კატალდი, მარკეტი - ბარცალი, კასერესი, ევრა, ასამოა, მარონე.
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +13=12-21, (55-71)

კვირა. 23 ნოემბერი
ტორინო-სასუოლო 15.30
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ბაშა - პეგოლო, მანფრედინი, ბიონდინი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +6=2-2, (16-8)

ჩეზენა-სამპდორია 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ბრიენცა, კაცოლა, ტაბანელი, როდრიგესი, მარილუნგო, რენძეტი - დე ვიტისი.
ბოლო 6 შეხვედრა
0-2-4 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +1=2-1, (4-4)

ვერონა-ფიორენტინა 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: სალა, სორენსენი - როსი, ბერნარდესკი, პასკუალი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +3=2-8, (16-25)

პარმა-ემპოლი 18.00
დისკვალიფიკაცია: ტონელი (ემპოლი).
ტრავმა: ბიაბიანი, პალეტა, კასანი, ხორკერა, ბიდაუ, კოდა, გეზალი - გუარენტე, ვერდი, პერტიკონე.
ბოლო 6 შეხვედრა
1-0-5 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +13=1-3, (30-13)

ნაპოლი-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: ფრელო - კონტი.
ტრავმა: ცუნიგა, მიჩუ, მერტენსი - ინსინიე.
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +10=13-5, (37-30)

უდინეზე-კიევო 18.00
დისკვალიფიკაცია: კონე - მეჯორინი.
ტრავმა: რიერა, სილვა, ბრკიჩი, მურიელი, ვიდმერი - ბოტა, მაქსი ლოპესი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +10=9-7, (33-27)

მილანი-ინტერი 23.45
დისკვალიფიკაცია: ბონერა - მედელი.
ტრავმა: მონტოლივო, აბატე - კამპანიარო, დამბროზიო ჯონათანი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 48 თამაში: +18=11-19, (64-67)

ორშაბათი. 24 ნოემბერი
ჯენოა-პალერმო 23.45
დისკვალიფიკაცია: სტურარო (ჯენოა).
ტრავმა: ფეტფატციდისი, რინკონი, დე მაიო (ჯენოა).
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +5=8-5, (21-22)

ბომბარდირები:
8 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი), კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 7 - მაურო იკარდი (ინტერი); 6 - კეისუკე ჰონდა (მილანი), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), ფილიპ ჯორჯევიჩი (ლაციო); 5 - ანტონიო კასანო (პარმა), გონსალო იგუაინი (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ როდრიგოა პალასიოა
ჟუანი
16:26 22-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული