რიკარდო მონტოლივო მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადებოდა, როდესაც იტალია-ირლანდიის ამხანაგურ შეხვედრაში დაშავდა და ფეხბურთს კარგა ხნით ჩამოშორდა. როგორც იქნა, 29 წლის მონტოლივო გამოჯანმრთელდა და დიდი ალბათობით, ამ უქმეებზე ითამაშებს. "როსონერის" მეტოქე "უდინეზეა", დანარჩენს კი თავად ფეხბურთელი იტყვის:
"იყო ალბათობა, რომ "ინტერთან" მეთამაშა, მაგრამ მწვრთნელმა არ გარისკა და თადარიგში დამტოვა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამხელა პაუზის შემდეგ პირდაპირ დერბიში თამაში გამიჭირდებოდა. წინ "უდინეზესთან" მატჩია და ვფიქრობ, ჩემი დაბრუნება სწორედ ამ პაექრობაში შედგება.
ურთულესი გზა გავიარე და მთელი ეს პერიოდი მოედანზე დაბრუნებაზე
ვოცნებობდი. ფილიპო ინძაგისთან სულ რამდენიმე დღეა, ვვარჯიშობ და ვხედავ, რომ გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა. დარწმუნებული ვარ, პიპო "მილანთან" ერთად დიდ სიმაღლეებს დაიპყრობს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"