იტალიაში კიდევ ერთი არგენტინელის გაიტალიელება სურთ

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს იტალიური სპორტული პრესა, რომლის მიხედვითაც, იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს "სკუადრა აძურაში" პაულო დიბალას მიწვევა სურს. "პალერმოს" 21 წლის თავდამსხმელმა სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 12 მატჩი გამართა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

როგორც სიცილიური კლუბის პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი აცხადებს, სულ მალე დიბალას მთელი მსოფლიო გაიცნობს და მისი სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევრო იქნება. ძამპარინიმ დიბალა "პალერმოს" ექსფორვარდ ედინსონ კავანის შეადარა და განაცხადა, რომ პაულო ურუგვაელზე ნიჭიერია.

დიბალა არგენტინელია, თუმცა აპენინური ფესვებიდან გამომდინარე, იტალიის
მოქალაქეობის მიღება არ გასჭირვებია. პაულოს ორმაგი მოქალაქება აქვს და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, რომელი ქვეყნის ნაკრებში იასპარეზებს. როგორც იტალიურ სპორტულ პრესაში იწერება, ანტონიო კონტეს ძალიან უნდა დიბალას მიწვევა და მასთან სასაუბროდ სიცილიაში ჩასვლას აპირებს.

"სკუადრა აძურას" თავკაცი პალერმოში უახლოეს დღეებში ჩავა და დიბალას დათანხმებას შეეცდება. დაახლოებით ანალოგიური პროცესი ვითარდებოდა მაურო იკარდისთან დაკავშირებით, თუმცა მან არგენტინის ნაკრები აირჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სულელი უნდა იყო არგენტინის ნაკრები რო აირჩიო თავდამსხმელმა. მესი იგუაინი, აგუერო ტევესი ვინ მიგასუნინებს ზამენამდეც
chiko
13:34 27-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული