მასიმილიანო ალეგრი: კმარა პენალტზე საუბარი!

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსმა" მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, "მალმიო" დაამარცხა და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ კარგი სატურნირო ვითარება შეიქმნა. "იუვეს" კონკურენტი ბერძნული "ოლიმპიაკოსია", რომელიც ტურინულ გრანდს ურთიერთშეხვედრებში სჯობნის და თუ გუნდებმა თანაბარი ქულები დააგროვეს, გზას სწორედ ბერძნები გააგრძელებენ.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "იუვენტუსი" საკუთარ კედლებში "ატლეტიკოსთან" დამარცხდება, "ოლიმპიაკოსი" კი "მალმიოს" მოუგებს. არადა, ტურინელებს ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ, რომ მერვედფინალის საგზური ნაადრევად გაენაღდებინათ და დღეს მშვიდად ყოფილიყვნენ...

"იუვენტუსი"-"ოლიმპიაკოსის" ბოლო წუთი მიმდინარეობ
და, როდესაც ბერძენთა კარის მიმართულებით თერთმერტმეტრიანი დაინიშნა. ბურთთან არტურო ვიდალი მივიდა და პენალტი გააფუჭა. ჩილელს რომ გოლი შეეგდო, "იუვე" "ოლიმპიაკოსთან" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას მოიპოვებდა და დღეს მერვედფინალის საგზური განაღდებული ექნებოდა.

ეს თემა იტალიურ სპორტულ პრესაში აქტუალურია, რამაც "ვეკია სენიორას" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აღაშფოთა:

"კმარა იმაზე საუბარი, რომ ვიდალის გოლის შემთხვევაში, პლეი ოფის საგზური განაღდებული გვექნებოდა. ამაზე ლაპარაკი არც გუნდზე მოქმედებს კარგად და არც პირადად არტუროზე. წინ დიდი მატჩი გველის, ჩვენი მიზანი კი "ატლეტიკოს" დამარცხებაა.

ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა სულაც არ გვსურს, რადგან მერვედფინალში შესაძლოა მადრიდის "რეალს", "ბარსელონას", ლონდონის "ჩელსის" ან მიუნხენის "ბაიერნს" გადავეყაროთ. შესაბამისად, მეტოქე ორი ბურთის სხვაობით უნდა დავამარცხოთ და პირველ ადგილზე გავიდეთ. ეს არის ჩვენი მიზანი და იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, ვიდალს რომ თერთმეტმეტრიანი გაეტანა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული