მით უმეტეს, როცა წიგნს ისეთი ჭკვიანი მოთამაშე წერს, როგორიც ანდრეა პირლოა.
მის ავტობიოგრაფიას გამთამაშებლისთვის შესაფერისი სახელწოდება აქვს: "ვაზროვნებ, ესე იგი, ვთამაშობ". გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ამ ნაშრომიდან.
პასი, პასი მომეცით!
ანდრეა პირლო ბრეშასთან ახლოს, ფლეროში დაიბადა (1979 - მეც მიკვირდა, მაგრამ შემეძლო მეტოქის ყველა ფეხბურთელი მომეტყუებინა და შეტევა გოლით დამესრულებინა. სწორედ ისე, როგორც კომპიუტერულ თამაშებში.
ისე, კაციბრიობის ისტორიაში, ბორბლის შემდეგ ყველაზე კარგი გამოგონება "პლეი სთეიშენია".
ზოგჯერ ვერც პარტნიორებს ვამჩნევდი და ვერც მოწინააღმდეგეებს. ამის გამო დავისაჯე კიდეც: 14 წლისა ვიყავი, როცა ერთ-ერთი მატჩისას კარგად გავიხსენი და პასი მოვითხოვე. თანაგუნდელებმა ვერ შემნიშნეს. მეორედ უფრო ხმამაღლა დავიძახე - პასი მომეცით-მეთქი. ყურადღება არავინ მომაქცია, თითქოს ყველა ერთიანად დაყრუვდა. პირი შეკრეს, ყველა ჩემ წინააღმდეგ დაირაზმა და თამაშიდან გამომრიცხეს.
დავრბოდი და ვტიროდი, არ ვიცოდი, რა მექნა...
საწნახელში
გაბრაზების წამალს თავად ანდრეა პირლო გვთავაზობს:- როცა არ იცი, სიბრაზისგან საით წახვიდე, ეცადე, სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება. მაგალითად, მსგავს სიტუაციაში რომ აღმოვჩნდები, თვალს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, როგორ მივდივარ ბებია მარიასთან, როგორ ვკრეფ ყურძენს, როგორ ვდგები საწნახელში და ყურძენს ღვინოდ როგორ ვაქცევ. ეს პროცესი ძალიან მაწყნარებს.
ბრეშა ლომბარდიის რეგიონის ქალაქია, სადაც ყურძნის მოსაყვანად შესანიშნავი ბუნებრივი პირობებია და ბევრი იქაური სწორედ მევენახეობას მისდევს. ბებიის გზას ანდრეა პირლოც გაჰყვა - რომ წამოიზარდა და ფეხბურთით ფული იშოვა, დიდი სავენახე ტერიტორია შეიძინა და წელიწადში 15-20 ათას ბოთლს ყიდის.
პირლოს იმიტომაც სურდა ბებიის საქმის გაგრძელება, რომ იცოდა ღვინის ფასი და გემო: მოსწონდა, დედამისი წითელ ღვინოში წყალს რომ ურევდა და ცოტას ასმევდა.
ხელოვნებათმცოდნე გატუზო
იტალიის ნაკრების 21-ე ნომრისთვის ყველაზე მწარე გასახსენებელი "დეპორტივოსთან" ჩემპიონთალიგური მარცხია:- 2004 წელს "მილანში" რომ ვთამაშობდი, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ესპანურ "დეპორტივოს" 4:1 ვაჯობეთ. განმეორებით მატჩში დეპორტივოელებს 3:0 მოგების ისეთივე მცირე შანსი ჰქონდათ, როგორც ჯენარო გატუზოს - ხელოვნებათმცოდნის ხარისხის მიღებისა.
ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიაში მოედანზე დამშვიდებულები გავედით. ვიცოდით, მეტოქე სამი ბურთით ვერ მოგვიგებდა, მაგრამ მოხდა საოცრება: ჩვენ გადაადგილება გვიჭირდა, "დეპორტივოს" ფეხბურთელები კი თითქოს 1000 კმ/სთ სიჩქარით დაჰქროდნენ. 0:4 წავაგეთ.
ასეთი მწარე მარცხი კარიერაში არ განმიცდია. ამ მატჩიდან კარგი გაკვეთილი მივიღე: მოედანზე გასვლამდე თავი გამარჯვებულად არასოდეს უნდა წარმოიდგინო.
იტალიისთვის
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთის წინაშე წარდგნენ იტალია და საფრანგეთი. ეს ის შეხვედრა იყო, ზინედინ ზიდანმა იტალიელ მარკო მატერაცის თავი რომ უთავაზა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში პირველი დარტყმა ანდრეა პირლოს მიანდეს. აი, როგორ იხსენებს იგი ამ ეპიზოდს:
- ბურთს მოვეფერე და ღმერთს დახმარება ვთხოვე. ღრმად ჩავისუნთქე. იმ მომენტში ანდრეა პირლო არ ვიყავი, ფაბრიკის რიგითი მუშა გახლდით, ან სულაც გასუქებული ბიზნესმენი, მასწავლებელი, სტუდენტი, ემიგრანტი, უბრალო მეძავი... მოკლედ, თითოეულ იტალიელს წარმოვადგენდი და ბურთის აცილების უფლება არ მქონდა.
გავიტანე და ის ბედნიერი დღე არასოდეს დამავიწყდება.
ფერარები?
თავის ავტობიოგრაფიაში პირლო ბევრ რჩევა-დარიგებას იძლევა, რომელთა გათვალისწინება ახალგაზრდა სპორტსმენებს უთუოდ წაადგებათ. მას მოჰყავს ყატარელებთან ურთიერთობის მაგალითი და ამბობს - ვთამაშობ ჩემი სიამოვნებისთვის, ფულის გულისთვის არასოდეს გავსულვარ მოედანზეო. ანდრეა და მისი მენეჯერი ერთ-ერთი ყატარული გუნდის მფლობელებს იტალიის სასტუმრო "პრინსიპ დი სავიოლაში" შეხვდნენ.
- გამარჯობა, ბატონო ანდრეა, კონტრაქტი უკვე გავამზადეთ.
- მადლობელი ვარ ჩემდამი ინტერესის გამოხატვისთვის.
- რამდენი ბავშვი გყავთ?
- ორი.
- ჩვენთან, ყატარში შესანიშნავი ინგლისურენოვანი სკოლაა.
- მირჩევნია, იტალიაში დარჩნენ და მშობლიურ ენაზე ისწავლონ.
- მაშინ ავაშენებთ იტალიურ სკოლას და საუკეთესო მასწავლებლებს მოვიწვევთ. მანქანები გიყვართ?
- დიახ.
- გვინდა რამდენიმე "ფერარი" გაჩუქოთ.
- რამდენიმე?
- "ფერარი" იტალიური ფირმაა და სამშობლო ძალიან რომ არ მოგენატროთ, რომელსც გნებავთ, იმას გააქროლებთ. პირადი თვითმფრინავიც მოგემსახურებათ, რომელიც ყოველ წამს მზად იქნება ასაფრენად.
- მაგრამ...
- კონტრაქტი ოთხწლიანია, წელიწადში 10 მილიონ ევროს გთავაზობთ.
- უნდა მოვიფიქრო.
- თუ 10 მილიონი გეცოტავებათ, 11 იყოს, 12, 13...
ანდრეა პირლომ მენეჯერს ხელი მოჰკიდა და ოთახიდან გაიყვანა. ქუჩაში საათს რომ შეხედა, ციფერბლატზე 21:21 ეწერა.
- 21 ჩემთვის მაგიური რიცხვია და მივხვდი, ყატარელებისგან გაქცევა სწორი ნაბიჯი იყო, - ამბობს ფეხბურთელი და დასძენს, - მამაჩემი 21-შია დაბადებული, 21 რიცხვში მქონდა დებიუტი "ბრეშაში", 21-ში ვიქორწინე და რაც მთავარია, 21-ე ნომრით მოვიპოვე უამრავი ტიტული.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
ლექტით აღსავსე ფეხბურთელი იყო და გული
მწყდება,რომ ასეთი ფეხბურთელი საქართვე-
ლოში ჯერ არ ჩანს.