იტალია. სერია A. XIII ტური: ბოლო წამს მოგებული დერბი [VIDEO]

AutoSharing Option
* ანდრეა პირლომ 32 თვის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი ღია თამაშიდან. არადა, ამ ხნის განმავლობაში მან 18 გოლი გაიტანა.

* "ტორინომ" "იუვენტუსს" 2002 წლის მერე პირველად გაუტანა.

* "უდინეზემ" ალბერტ რიერას კონტრაქტი პოკერის ტურნირში მონაწილეობისთვის გაუწყვიტა.


ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, სადაც "რომამ" "ინტერს" უმასპინძლა და 4:2 მოუგო. მატჩი დრამატული და მეტად თვალსასეირო გამოვიდა, გამარჯვება კი უფრო ძლიერს დარჩა. ეს რობერტო მანჩინის პირველი მარცხია მას შემდეგ, რაც "ინტერს" დაუბრუნდა - ლოგიკური მარცხი, რადგან მისგან განსხვავებით, რუდი გარსია თავის გუნდს
დიდი ხანია ძერწავს. დღეს "რომა" უფრო ძლიერია...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დრამატული ფინალი
"ტორინო" ძალიან ახლოს იყო, რომ ნავსი გაეტეხა და "იუვენტუსთან" არ წაეგო, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიაღწია. მატჩის 93-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც "ვეკია სენიორას" იერიში ანდრეა პირლოს უზუსტესი დარტყმით დაგვირგვინდა.

დიახ, ვეტერანმა დაახლოებით 30 მეტრიდან გაისროლა და ეს არ იყო ჯარიმა, ეს იყო გოლი თამაშიდან. პირლო ტურინული დერბის გმირია, იქამდე კი გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს, შტეფან ლიხტშტაინერმა კი "იუვენტუსი" კაცნაკლული დატოვა. ბოლო წუთებზე მასიმილიანო ალეგრიმ კარლოს ტევესი მოხსნა თამაშიდან და ანჯელო ოგბონა ჩართო ბრძოლაში, რაც ფრეზე თანხმობას ნიშნავდა, მაგრამ ალეგრიმ იმაზე მეტი მიიღო, ვიდრე ელოდა - პირლომ სამი ქულა "ვეკია სენიორას" არგუნა.

ანგარიში არტურო ვიდალმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, თუმცა მალევე ბრუნო პერესმა რეიდის შემდეგ შესანიშნავი გოლი შეაგდო. ეს ყველაფერი პირველი ტაიმის შუაწელს მოხდა და კულმინაცია, როგორც თავშივე აღვნიშნეთ, პირლოს ბრწყინვალე გოლი იყო. "იუვემ" მიჯრით 25-ე საშინაო მატჩი მოიგო სერია A-ში და არც დერბიში გამარჯვებათა სერია შეწყვიტა.

"იუვენტუს არენაზე" მართლაც კარგი მატჩი გამოვიდა, ბევრი სახიფათო მომენტით, დრამატიზმით, ლამაზი გოლებით და ზღვა ემოციით. პირლოს გოლის შემდეგ ალეგრი თამაშის დასრულებას აღარ დაელოდა და ბედნიერი გაემართა გასახდელში, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი მინდორზე გულშემატკივრები შეცვივდნენ. დერბი მაინც დერბია და თანაც, როგორი ფინალით...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოგება და ჩაუთვლელი გოლი
"მილანმა" "უდინეზეს" ჟერემი მენეზის დუბლით მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში. ფილიპო ინძაგის შეგირდებმა მეორე ტაიმის შუაწელს გატეხეს მეტოქე, იქამდე კი მომენტები ორივე კართან შეიქმნა. მენეზმა ერთი გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანა, ხოლო მეორე სოლო-რეიდის შემდეგ შეაგდო, მარცხენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ზუსტი დარტყმით ბურთი ბადეში გაახვია.

ცალკე საუბრის თემაა ადილ რამის არჩათვლილი გოლი, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. ბურთმა გადაკვეთა კარის ხაზი, მაგრამ არბიტრებმა ვერ შენიშნეს და გოლი არ ჩაითვალა. დაახლოებით ანალოგიური ეპიზოდი 2 წლის წინ, "მილანი"-"იუვენტუსის" შეხვედრაში მოხდა, როდესაც მსაჯმა სალი მუნტარის აშკარა გოლი არ ჩათვალა. მატჩის შემდეგ ადრიანო გალიანიმ საგანგებო განცხადება გააკეთა:

"ხვალიდან ვიწყებ ბრძოლას, რათა ფეხბურთში თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგოს. მსაჯის დადანაშაულებას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან ადამიანი ხან შეცდება და ხან არა. თუ სპორტის სხვა სახეობებში დაშვებულია ტექნოლოგიების გამოყენება, რატომ არ შეიძლება იგივე მოხდეს ფეხბურთში? - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ხვალიდან ამ საკითხზე ბრძოლას ვიწყებ".

კიდევ ორი რამ უნდა აღვნიშნოთ - ერთი ის გახლავთ, რომ ორივე გუნდმა თამაში 10 ფეხბურთელით ჩაამთავრა, რადგან მეორე ნახევარში წითელი ბარათი მიკაელ ესიენმა და მაურიციო დომიციმ მიიღეს. მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მოედანზე რიკარდო მონტოლივო გამოჩნდა, რასაც "სან სიროზე" შეკრებილი გულშემატკივრების ოვაცია მოჰყვა. მატჩის შემდეგ მონტოლივო ბედნიერი იყო და ქომაგებს ემადლიერებოდა. "მილანმა" სამი ქულა მოიპოვა, გალიანი კი ბრძოლას იწყებს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ფიორენტინამ" გაილაღა
ზდენეკ ზემანის "კალიარი" ისეთი გუნდია, რომელმაც შეიძლება დიდი ანგარიშით მოიგოს და შემდეგ სრული ფიასკო განიცადოს. ამჯერად, სარდინიელები შერცხვნენ და "ფიორენტინასგან" 4 უპასუხო გოლი გაუშვეს. ბენეფისი მოიწყო მატი ფერნანდესმა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

მეოთხე გოლი ხუან კუადრადოს ანგარიშზეა, რომელიც თავდასხმაში მარიო გომესთან იყო შეწყვილებული.

მიმდინარე სეზონში "ფიორენტინა" ტრავმებმა გვარიანად დააზარალა და როგორც იქნა, ვინჩენცო მონტელამ შეტევაში ვარსკვლავური ტანდემი გაამწესა - ხუან კუადრადო და მარიო გომესი აქტიურნი იყვნენ და "კალიარის" მცველებს უამრავი თავსატეხი გაუჩინეს. თუმცა გომესს ჯერ მაინც ეტყობა, რომ შორსაა ოპტიმალური ფორმისგან.

დიდი ანგარიშით მოიგო "ჯენოამ", რომელიც სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. ჯამპიერო გასპერინის შეგირდებმა "ჩეზენას" სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და თანაც, თამაში საწყის წუთებშივე მოამთავრეს. "ჯენოა" აღარ ხუმრობს, მესამე ადგილი ბრწყინვალე შედეგია და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს ისტორია...

სერია A. XIII ტური
29 ნოემბერი
სასუოლო-ვერონა 2:1
გოლები: 0:1 მორასი (7), 1:1 სანსონე (50), 2:1 ტაიდერი (77)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო - მისიროლი, მანიანელი, ტაიდერი - ბერარდი (86. ბრიგი), სანსონე (71. სანსონე), ფლოკარი (69. პავოლეტი)
ვერონა (4-3-3): რაფაელი - გონსალესი, მარკესი, მორასი, აგოსტინი - იონიცა (68. გუსტავო), პანაიოტისი, ალფრედსონი (82. ნენე) - ხრისტოდოლოპულოსი, ლოპესი (65. ტალები), ტონი
გაფრთხილება: მანიანელი, ტაიდერი, ბერარდი, ფლორო ფლორესი - ალფრედსონი, ლოპესი, გუსტავო
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 9-10 (2-1); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 15 000

კიევო-ლაციო 0:0
კიევო (4-4-2): ბიძარი - ფრეი, დაინელი, გამბერინი, ზუკანოვიჩი - ისკო, ბირსა (81. ბელომო), ჰეტემაი, რადოვანოვიჩი - პალოსკი (83. ლოპესი), მეჯორინი (68. პელისიერი)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, რადუ, ბრაავჰეიდი - პაროლო, ბილია, გონსალესი - კანდრევა (61. ანდერსონი), მაური (74. კეიტა), ჯორჯევიჩი (83. კლოზე)
გაფრთხილება: ცეზარი (კიევო)
კუთხური: 1-13; ჯარიმა: 9-8; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 6-12 (3-4); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 12 000

30 ნოემბერი
მილანი-უდინეზე 2:0
გოლები: 1:0 მენეზი (65-პენ.), 2:0 მენეზი (75)
მილანი (4-3-3): დიეგო ლოპესი - ბონერა, რამი, მექსე, არმერო - ბონავენტურა, ესიენი, ვან გინკელი (89. მონტოლივო) - ელ შაარავი, ჰონდა (82. პოლი), მენეზი (80. პაცინი)
უდინეზე (4-4-2): კარნეზისი - დომიცი, დანილო, ერტო, პირისი - ბადუ, ალანი, გილიერმე (85. გეიხო), კონე (76. ფერნანდესი) - ტერო, დი ნატალე (67. პასკუალე).
გაფრთხილება: დანილო, ბადუ (უდინეზე)
გაძევება: ესიენი (71) - დომიცი (62)
კუთხური: 7-0; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12-4 (5-1); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 45 000

კალიარი-ფიორენტინა 0:4
გოლები: 0:1 ფერნანდესი (17), 0:2 ფერნანდესი (55), 0:3 გომესი (69), 0:4 ფერნანდესი (74)
კალიარი (4-3-3): კრანიო - ბალცანო (69. კაპუანო), როსეტინი, პიზანო, კაპიტელი - კონტი, ეკდალი (59. დესენა), კრიშეტიგი - ფარიასი (63. ლონგო), იბარბო, კოსუ
ფიორენტინა (3-5-2): ნეტო - ბასანტა, გონსალო, სავიჩი (70. ტომოვიჩი) - ხოაკინი, ბორხა ვალერო, პისარო, ფერნანდესი (70. აკვილანი), ალონსო - კუადრადო (77. ვარგასი), გომესი
გაფრთხილება: კაპიტელი, იბარბო - ალონსო, ბორხა ვალერო
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 16-23; თამაშგარე: 7-5; კარში დარტყმა: 9-10 (4-6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 15 000

ჩეზენა-ჯენოა 0:3
გოლები: 0:1 მატრი (4), 0:2 ანტონელი (7), 0:3 ვოლტა (43-ს. კ.)
ჩეზენა (4-3-1-2): ლეალი - ჯორჯი, ვოლტა, ლუკინი, მაძოტა - კარბონერო, კაშონე, კოპოლა (36. ალეჰანდრო) - ბრიენცა (54. ტაბანელი) - დეფრელი (70. ჯურიჩი), ალმეიდა
ჯენოა (3-4-3): პერინი - რონკალია, ბურდისო, იძო (88. დე მაიო) - როზი, კუცკა, ბერტოლაჩი, ანტონელი - იაგო (85. ლესტინი), პეროტი, მატრი (90. პინილია)
გაფრთხილება: ლუკინი, ჯორჯი, კარბონერო - ბურდისო, რონკალია
კუთხური: 4-10; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 6-8 (2-2); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 16 000

ემპოლი-ატალანტა 0:0
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - უსაი, მარიო რუი, რუგანი, ტონელი - ვეჩინო, ვალდიფიორი, კროჩე (74. ლაქსალტი) - ვერდი (60. პუჩარელი) - მაკარონე, ტავანო (79. მჭედლიძე)
ატალანტა (4-4-2): სპორტიელო - ძაპაკოსტა, სტენდარდო, კერუბინი, დრამე (74. დელ გროსო) - კარმონა, ჩიგარინი, რაიმონდი (12. დალესანდრო), გომესი (60. მილიაჩო) - მორალესი, დენისი
გაფრთხილება: კროჩე, ტავანო - დრამე, ჩიგარინი, მილიაჩო
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 13-23; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 19-7 (7-2); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 15 000

პალერმო-პარმა 2:1
გოლები: 1:0 დიბალა (37), 1:1 პალადინო (40), 2:1 ბარეტო (73)
პალერმო (3-5-2): სორენტინო - მუნიოსი, გონსალესი, ანდელკოვიჩი - მორგანელა, ბარეტო, ლაზაარი (46. დაპრელა), მარესკა (59. ბელოტი), რიგონი - ვასკესი (89. ბოლცონი), დიბალა
პარმა (3-5-2): იაკობუჩი - ფელიპე, ლუკარელი, კოსტა - რისტოვსკი (78. რისპოლი), მაური, ლოდი, გალოპა (78. ლუკასი), გობი - კასანო, პალადინო (85. ბელფოდილი)
გაფრთხილება: ვასკესი - კოსტა
გაძევება: ბარეტო (90) - ფელიპე (80)
კუთხური: 9-2; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10-11 (2-4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 18 000

იუვენტუსი-ტორინო 2:1
გოლები: 1:0 ვიდალი (15-პენ.), 1:1 პერესი (22), 2:1 პირლო (90)
იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - პირლო, პოგბა, მარკიზიო (64. პერეირა), ვიდალი - ტევესი (83. ოგბონა), ლორენტე (78. მორატა)
ტორინო (3-5-2): ჟილე - მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - დარმიანი, გაცი, პერესი, ვივესი (53. ბენასი), ელ ქადური (90. მინო) - ამაური, კვალიარელა (73. ლარონდო)
გაფრთხილება: პოგბა - მორეტი, გლიკი, გაცი, ამაური
გაძევება: ლიხტშტაინერი (78. იუვენტუსი)
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 17-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 10-10 (3-5); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 41 000

რომა-ინტერი 4:2
გოლები: 1:0 ჟერვინიო (21), 1:1 რანოკია (36), 2:1 ჰოლებასი (47), 2:2 ოსვალდო (57), 3:2 პიანიჩი (60), 4:2 პიანიჩი (90)
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, ასტორი, მანოლასი, ჰოლებასი - პიანიჩი, კეიტა (64. დე როსი), ნაინგოლანი - ჟერვინიო ლიაიჩი (63. ფლორენცი), ტოტი (85. იტურბე)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, რანოკია, ჟუანი, დოდო (82. იკარდი) - მედელი (82. ობი), მვილა (67. კოვაჩიჩი) - კუზმანოვიჩი, პალასიო, გუარინი - ოსვალდო
გაფრთხილება: კეიტა - რანოკია, გუარინი, პალასიო
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 10-4; კარში დარტყმა: 15-8 (6-4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 55 000

1-ლი დეკემბერი
სამპდორია-ნაპოლი 00:00

ბომბარდირები: 9 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 8 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი); 7 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), მაურო იკარდი (ინტერი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 6 - კეისუკე ჰონდა (მილანი), ფილიპ ჯორჯევიჩი (ლაციო).

მომდევნო ტური
5 დეკემბერი:
ფიორენტინა-იუვენტუსი

6 დეკემბერი:
რომა-სასუოლო, ტორინო-პალერმო

7 დეკემბერი:
ნაპოლი-ემპოლი, ატალანტა-ჩეზენა, ჯენოა-მილანი, პარმა-ლაციო, ინტერი-უდინეზე

8 დეკემბერი:
კალიარი-კიევო, ვერონა-სამპდორია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ რომას ძლიერებაზე როგორ უნდა დაწერო, თითქმის გადაწყვეტილია რო ბოლო ადგილზე დარჩება ლიგის ჯგუფში, რას მოთხრიან ხოლმე
lasha
17:54 01-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული