02:05 07-12-2014
სერია A. XIV ტური: "რომამ" ქულა გადაარჩინა [VIDEO]
AutoSharing Option
"რომასთვის" ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა მას მერე, რაც მეორე ტაიმის დასაწყისში დანიელე დე როსი გააძევეს. თუმცა ადემ ლიაიჩმა დუბლით "რომას" ქულა გადაურჩინა - 2:2.
რუდი გარსია (რომა): "სასუოლომ" ისევ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის გუნდია. ჩვენს გუნდს მებრძოლი სული აქვს, დღევანდელი მატჩიც მისი დადასტურებაა. ბიჭები 0:2-ს აგებდნენ, 10-ნი დარჩნენ და მაინც არ წააგეს. ალბათ პირველი გოლის ეპიზოდისას დე სანკტის უნდოდა "რომასთან" ახალი კონტრაქტი აღენიშნა", - იხუმრა ფრანგმა თავკაცმა.
"ტორინომ" და "პალერმომ" გამარჯვებულები ვერ გამოავლინეს. ამ შეხვედრაშიც სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ამ შეხვედრაშიც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება - 2:2.
5 დეკემბერი
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:0
6 დეკემბერი
რომა-სასუოლო 2:2
გოლები: 0:1 ძაძა (15), 0:2 ძაძა (18), 1:2 ლიაიჩი (78-პენ), 2:2 ლიაიჩი (92)
გაძევება: დე როსი (50), ვრშალიკო (94)
ტორინო-პალერმო 2:2
გოლები: 0:1 რიგონი (16), 0:2 დიბალა (43), 1:2 მარტინესი (35), 2:2 გლიკი (63)
1. იუვენტუსი - 35 ქულა; 2. რომა - 32; 3. ნაპოლი - 23; 4. ჯენოა - 23; 5. სამპდორია - 22.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული