"ემპოლის" ტალანტი ტურინის "იუვენტუსს" სურს

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს "ემპოლის" 20 წლის მცველი დანიელე რუგანი. ცენტრალურმა მცველმა სერია A-ს 14-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ყველა სიკეთესთან ერთად, 2 გოლი გაიტანა.

შედეგად, რუგანი იტალიის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს და მის მიმართ ინტერესი იტალიური ფეხბურთის გრანდებს, მათ შორის, "იუვენტუსს" გაუჩნდა.

პრესაში ისიც დაიწერა, რომ რუგანის გადაბირება ტურინელებს ამ ზამთარსვე სურთ და "ემპოლის" მესვეურებთან მოლაპარაკების წამოწყებას აპირებენ. ამ თემაზე კომენტარი "ემპოლის" სპორტულმა დირექტორმა მარჩელო კარლიმ გააკეთა:

"ჩვენი მიზანი ელიტარულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, საამისოდ კი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება გვმართებს. ვპირდები
გულშემატკივრებს, რომ გუნდის ლიდერებს არ გავუშვებთ, მათ შორის, არც დანიელე რუგანის. "იუვენტუსის" ინტერესი არ მიკვირს, რადგან დანიელე შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მინიმუმ, სეზონის ბოლომდე ის ჩვენთან დარჩება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
იუვეს საკუთრებაა რუგანი, განათხოვრებულია ემპოლიში სეზონის ბოლომდე, სავარაუდოდ შემდეგი სეზონიდან იუვე დაიტოვებს, ძალიან მაგარი მცველია!
დათო
14:37 10-12-2014
0
რუგანი ისედაც იუვეს ეკუთვნის, ემპოლიში 2015-ის ბოლომდეა ნიტო განათხოვრებული, ნიტო თანასაკუთრებაში. ლაპარაკი მარტო იმაზეა, ზამთარსივე ხომ არ დაიბრუნოს..
მიჩინიო
14:16 10-12-2014
0

სიახლეები პოპულარული