ტაილანდელ ბიზნესმენს "მილანის" ყიდვა ძალიან სურს

AutoSharing Option
ფოტოზე: ბი ტეჩობოლი, პატრიკ კლუვერტი და ფაბიო კანავარო

"მილანის" აქციათა ნაწილის ყიდვა ძალიან სურს ტაილანდელ ბიზნესმენ ბი ტეჩობოლს.

იტალიური კლუბის პოტენციური ინვესტორის კაპიტალი 1 მლრდ ევროს აღწევს, მისი ბიზნესი კი ტაილანდსა და ავსტრალიაში უძრავ ქონებასა და სარეკლამო სფეროს უკავშირდება.

"მსურს "მილანის" ყიდვა, მაგრამ მასში 900 მლნ ევროს მთხოვენ. ვფიქრობ, დღეისათვის ეს ფასი შეუსაბამოა, თუმცა...

მოდით ვნახოთ, როგორ ითამაშებს გუნდი უახლოეს მატჩებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე დაინტერესებული ვარ იტალიურ ფეხბურთში ინვესტიციების განხორციელებით, განსაკუთრებით კი "მილანში", - აქვეყნებს ბიზნესმენის ნათქვამს Sky Sport Italia.

აღვნიშნავთ, რომ ტეჩობოლი ვეტერანთა ტურნირის Global Legend Series-ის სპონსორია, რომელშიც მონაწილეობას ფაბიო კანავარო, ლუიშ ფიგუ, მაიკლ ოუენი და ალესანდრო ნესტა მიიღებენ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული