სერია A. XV ტური: რომის "ლაციომ" დიდი ანგარიშით იმარჯვა

AutoSharing Option
13 დეკემბერს იტალიის სერია A-ში ორი შეხვედრა გაიმართა. "პალერმომ" შინ "სასუოლოს" 2:1 მოუგო, სტუმრებმა თამაში 9 კაცის ამარა ჩაამთავრეს.

"პალერმომ" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში იმარჯვა, გამარჯვების გოლი ანდრეა ბოლეტიმ გაიტანა.

რომის "ლაციომ" დიდი ანგარიშით დაამარცხა ბერგამოს "ატალანტა" - 3:0 და მე-4 ადგილზე გადავიდა.

დუბლი შეასრულა სტეფანო მაურიმ, ერთი გოლი კი სენად ლულიჩის ანგარიშზეა

პალერმო-სასუოლო 2:1
გოლები: 1:0 რიგონი (3), 1:1 პავოლეტი (85), 2:1 ბელოტი (90)
გაძევება: კონსილი (66. სასუოლო), პ. კანავარო (90. სასუოლო)

ლაციო-ატალანტა 3:0
გოლები: 1:0
მაური (51), 2:0 მაური (71), 3:0 ლულიჩი (81)

1. "იუვენტუსი" - 35 ქულა; 2. "რომა" - 32; 3. "ჯენოა" - 26; 4. "ლაციო" - 26; 5. "სამპდორია" - 25.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული