დღეს ჩვენს წერილში "სკუადრა აძურას" "ძველ" ბიჭებზე ვისაუბრებთ. საინტერესო და ნოსტალგიურია - 8 წლის წინათ მათ დაუვიწყარი გამარჯვება გამოჭედეს. მალე ამ ბიჭების თამაშებს მხოლოდ ვიდეოკადრებით გავიხსენებთ.
ვისაუბრებთ იმ გუნდის მთავარ შემოქმედზეც, თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მწვრთნელ მარჩელო ლიპიზე...
მარჩელო ლიპი
სულ ცოტა ხნის წინ შეეშვა მწვრთნელობას იმ წარმატების მთავარი შემოქმედი მარჩელო ლიპი. 2006 წლის ტრიუმფის შემდეგ დიდი "მაესტრო" ერთხელაც მიბრუნდა "სკუადრა ჯანლუიჯი ბუფონი
"ჯიჯის" წლები ვერაფერს აკლებს. ის პირველი ნომერია როგორც იტალიის ნაკრებში, ისე ტურინის "იუვენტუსში". რაც მთავარია, ბუფონი ძალიან მხნედ გრძნობს თავს და კარიერის დასრულებაზე სულაც არ ფიქრობს. მისი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, საცოდაობა იქნება პენსიაზე გასვლა.დანიელე დე როსი
"რომას" ლიდერი ფრანჩესკო ტოტისთან ერთად. "გლადიატორების" სიმბოლო. ტოტის წასვლის შემდეგ სწორედ დე როსი უნდა გახდეს დედაქალაქური გუნდის კაპიტანი. დე როსი ჯერ იმ ასაკში არ არის, კარიერის დასრულებაზე რომ იფიქროს. მას არც ორ ფრონტზე ბრძოლა ღლის და იტალიის ნაკრებშიც ძველებური წარმატებით აგრძელებს ბურთის გორებას.ანდრეა ბარძალი
ბოლო წლებში, უდავოდ, სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. საწყენია, რომ ახლა ტრავმის გამო ისვენებს. სიხისტე, ტექნიკურობა, ლიდერის თვისებები - ყოველივე ეს მას შეუცვლელ ფეხბურთელად აქცევს.ლუკა ტონი
უკანასკნელი პერიოდის იტალიური ფეხბურთის გამორჩეულ ბომბარდირს "მეორე სუნთქვა" გაეხსნა მას შემდეგ, რაც "ვერონაში" გადავიდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ ტონიმ წინა სეზონში 20 გოლი გაიტანა ვერონული კლუბის შემადგენლობაში. ჯერჯერობით, არც ფიქრობს პენსიაზე გასვლაზე და კვლავ დიდ საფრთხეს წარმოადგენს მეტოქეთა კარისთვის. არადა, ის უკვე 37 წლისაა.ფრანჩესკო ტოტი
38 წლისაც კი "მისი ბრწყინვალება" "რომას" გამოკვეთილ ლიდერად რჩება. ერთ დღესაც დადგება დრო, როცა "პუპონე" ფეხბურთიდან წავა, მაგრამ სასურველია, ეს წამები რაც შეიძლება გვიან დადგეს. ეს იქნება ნამდვილი ტრაგედია არა მხოლოდ "რომას" ფანებისთვის, არამედ ყველა ნამდვილი გულშემატკივრისთვის.ანდრეა პირლო
იტალიელი გულშემატკივრების კერპი კვლავ რჩება პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად. "არ არის პირლო, არ არის ფეხბურთი" - ასეთი პლაკატი გადმოფინეს ერთ-ერთი მატჩის მსვლელობის დროს "იუვეს" ფანებმა. მათ შეგვიძლია გავუგოთ. ვგონებთ, სხვა კომენტარი აღარ არის საჭირო...ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"