რუდი გარსიას დისკვალიფიკაცია ემუქრება

AutoSharing Option
რუდი გარსია იტალიური სპორტული პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, "ჯენოა"-"რომას" მატჩის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალ გზაზე ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მოხდა, რომელშიც სტადიონის მომსახურე პერსონალიც ჩაერთო - ამან რუდი გარსია მწყობრიდან გამოიყვანა და ერთ-ერთ მოხელეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ავტორიტეტული გამოცემა ამტკიცებს, რომ გარსიამ საჩხუბრადაც გაიწია, მაგრამ დროულად გააჩერეს. აღნიშნული საკითხი ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე განიხილება და შესაძლოა, ფრანგ სპეციალისტს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცენ.

ამასობაში, რუდი გარსია "რაი სპორტს" ესაუბრა და განაცხადა, რომ სადაც სამართალია, მისი გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე
უნდა იყოს:

"სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ვართ და წინ ისევ "იუვენტუსია", მაგრამ სადაც სამართალია, პირველ ადგილზე ჩვენ უნდა ვიყოთ. გახსოვთ, ალბათ, ტურინში ძალიან დაგვჩაგრეს და "იუვენტუსს" სამი აბსურდული გოლი ჩაუთვალეს. რომ არა მსაჯის უხეში შეცდომები, იმ თამაშს აუცილებლად მოვიგებდით და დღეს პირველ ადგილზე ვიქნებოდით. რას ვიზამთ, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. ჩვენ გვჯერა, რომ სკუდეტოს მოპოვება შეგვიძლია და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუდი "ძმა", ლამაზ ფეხბურთს კი თამაშობს შენი გუნდი, მაგრამ მთლად ამდენსაც ნუ გაატრაკებ... არ გიხდება!
ხო მართლა, ჭკუით იყავი, ძირსნაყარი არაფერი ჭამო...
ლევანი
14:27 17-12-2014
0

სიახლეები პოპულარული