10:15 13-01-2015
რუდი გარსია: ფრანჩესკო ტოტი გენიოსია
AutoSharing Option
თანაც, მეორე გოლის შემდეგ ჩესკომ "სელფი" გადაიღო და ამ ფოტომ ინტერნეტ და ბეჭდვითი მედია მოიცვა. მოკლედ, რომაული დერბი ტოტის ბენეფისად იქცა და ბუნებრივია, ჟურნალისტებმა მას კომენტარი ჩამოართვეს:
"საოცარი მატჩი იყო, რომელიც ლოგიკური შედეგით დასრულდა. მოგება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ საბოლოოდ, ქულები გავინაწილეთ. შესვენებაზე მწვრთნელმა გაგვამხნევა, გვითხრა, რომ თამაში ჯერ არ დასრულებულა და ბოლომდე უნდა გვებრძოლა - საბედნიეროდ, მეორე ნახევარი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ. რაც შეეხება ჩემს გოლებს, უფრო ეფექტური მეორე გამოვიდა - ბურთს ვერ ვწვდებოდი და ნახტომში დავარტყი. გოლების გატანა არ მბეზრდება და ისევე მახარებს, როგორც კარიერის დასაწყისში".
რომაული დერბი "ჯალოროსის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამაც შეაფასა: "როდესაც მატჩი 2:2 მთავრდება, უმჯობესია, 0:2-დან ამოქაჩო, ვიდრე იგებდე და გაგითანაბრონ. ვერ ვიტყვი, რომ პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ მეტოქემ ორი უპასუხო გოლი გაგვიტანა. როდესაც ბურთის თავისუფლად მიღების საშუალებას აძლევ ისეთ ოსტატებს, როგორებიც ფელიპე ანდერსონი, სტეფანო მაური და ანტონიო კანდრევა არიან, დიდია შანსი, რომ დაისაჯო.
შესვენებაზე შეგირდებს მხოლოდ ის ვუთხარი, რომ თამაში დამთავრებული არ იყო და ბოლომდე ებრძოლათ - შედეგი ტაბლოზეა, მატჩი 2:2 დასრულდა. ტოტი? - ის, უბრალოდ, გენიოსია. თამაშის წინ თქვა, რომ ეს დერბი მისი იქნებოდა და საბედნიეროდ, ასეც მოხდა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული