სერია A. XIX ტური: მჭედლიძემ "ინტერთან" სასტარტოში ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
17 იანვარს იტალიის ჩემპიონატის ორი მატჩი გაიმართა. "ემპოლიმ" მილანის "ინტერს" უმასპინძლა. მასპინძელთა თავკაცმა ლევან მჭედლიძეს თავის გამოჩენის შანსი მისცა და სასტარტოში დააყენა.

ლევანი მეორე ტაიმში გააფრთხილეს, მან ერთხელ დაარტყა კარში ზუსტად, თუმცა ამ დარტყმულს სახიფათოს ვერ ვუწოდებთ. ლევანი 71-ე წუთზე შეცვალეს. მატჩი ვერ გამოდგა საინტერესო და ნულოვანი ფრით დასრულდა.

რობერტო მანჩინი (ინტერი): "მომენტები არც ისე ბევრი შევქმენით. ძალიან დავიხიეთ უკან და ვფრთხილობდით. თამაშს ვერ ვაკონტროლებდით სრულად.

გუნდს დრო სჭირდება პროგრესისთვის, ერთი მოგებით ყველაფერი ვერ გამოსწორდება. ვიცოდით, რომ სტუმრად "ემპოლისთან" გაგვიჭირდებოდა".

"პალერმო" შინ "რომას" დაუზავდა და ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს ქულები დააკარგვინა - ანგარიში პაულო დიბალამ გახსნა, მაგრამ მეორე ტაიმში მატია დესტრომ "რომას" ქულა გადაურჩინა - 1:1.

ემპოლი-ინტერი 0:0
შენიშვნა: ლევან მჭედლიძე 71-ე წუთზე შეცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პალერმო-რომა 1:1
გოლები: 1:0 დიბალა (2), 1:1 დესტრო (54)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

1. იუვენტუსი - 43 ქულა; 2. რომა - 41; 3. ლაციო - 31; 4. ნაპოლი - 30; 5. სამპდორია - 30.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული