02:11 23-01-2015
იტალიის თასი. 1/8-ფინალი: ფავორიტებმა იძალეს
AutoSharing Option
გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს და ბუნებრივია, საშინაო კედლებმა და გულშემატკივრის ფაქტორმაც თავისი ქნა.
"ინტერმა" "სამპდორიას" ორი უპასუხო გოლი გაუტანა, რომელთაგან ერთი ჯერდან შაჩირის, ხოლო მეორე მაურო იკარდის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელმა სადებიუტო გოლი გაიტანა ახალი გუნდის მაისურით.
"ფიორენტინამ" პირველივე ტაიმში მოამთავრა საქმე - მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში ანგარიში უკვე 3:0 იყო და ცხადი გახდა, რომ ვინჩენცო მონტელას შეგირდები მოგებას ხელიდან აღარ გაუშვებდნენ. ბერგამოელებმა ერთი ბურთი გაქვითეს და ამით დასრულდა კიდეც ყველაფერი.
ისიც ვთქვათ, რომ "ფიორენტინამაც" და "ინტერმაც" ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშეს - როგორც ჩანს, იტალიის თასის გათამაშებას კალჩოს გრანდები სრული სერიოზულობით მიუდგნენ.
გამარჯვების მიუხედავად, "ინტერის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი კრიტიკული იყო:
"მოგება კარგია, მაგრამ თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვერ ვიქნები. გაცილებით უკეთ უნდა ვაკონტროლებდეთ ბურთს და ამ კომპონენტზე სამუშაო გვაქვს. სამუშაო ბევრია, წინ რთული გზა გველის, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული