იტალია. სერია A. XX ტურის წინ: "მილანი" "ლაციოს" შეასკდება

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშება საინტერესო მატჩებით გვანებივრებს და გამონაკლისი არც მე-20 ტურია. შაბათს, "მილანი" "ლაციოს" ესტუმრება, კვირას "ფიორენტინა" "რომას" მიიღებს, ორშაბათს გვიან ღამით კი "ნაპოლი" და "ჯენოა" შეასკდებიან ერთმანეთს. მოკლედ, წინ საინტერესო ბატალიები გველის...

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, მესამე ადგილისა და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის არაერთი გუნდი იბრძვის - ამიტომ, თითქმის ყველა ტურში, სწორედ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საგზურის მაძიებელთა ჯახს ვნახულობთ. ამჯერად, "ლაციო" "მილანს" უმასპინძლებს და წესით, უკომპრომისო მატჩი უნდა ვიხილოთ.

"მილანი" კრიზისშია და შესაძლოა, ერთ-ერთი ბოლო
შანსი აქვს, რომ ლიდერთა კოჰორტას მიუახლოვდეს და მესამე ადგილისთვის ბრძოლას დაუბრუნდეს. ფილიპო ინძაგი ისევ 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და ამჯუერად, შეტევაში ჯაკომო ბონავენტურას, ჟერემი მენეზს და სტეფან ელ შაარავის გაამწესებს. ანუ, თადარიგში დარჩება ალესიო ჩერჩი. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია და თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ინძაგი, ამას მატჩის დღეს გავიგებთ.

"ლაციოს" სერიოზული დანაკლისი აქვს - ფელიპე ანდერსონი ვერ არის ჯანზე და "მილანის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, შეტევაში ანტონიო კანდრევასთან და ფილიპ ჯორჯევიჩთან ერთად, კეიტა გაირჯება.
"ლაციო"-"მილანის" დაპირისპირება იმ მატჩთა კატეგორიას მიეკუითვნება, სადაც პროგნოზების კეთება პრაქტიკულად შეუძლებელია - ამიტომ, დაველოდოთ მოვლენათა განვუთარებას...

"რომას" მორიგი გამოცდა
ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ფლორენციაში გაიმართება, სადაც "რომა" "ფიორენტინას" ესტუმრება. რუდი გარსიას გუნდს ურთულესი გამოცდა ელოდება და თუ მართლა სურს სკუდეტოსთვის ბრძოლა, ეს გამოცდა უნდა ჩააბაროს. "ჯალოროსი" ჩემპიონობას უმიზნებს, ამისთვის კი ტოსკანაში მოგებაა საჭირო.

გარსია შეტევაში ადემ ლიაიჩის, ხუან იტურბეს და ფრანჩესკო ტოტის ტრიოს ამზადებს, რომესაც ზურგს რაჯა ნაინგოლანი, დანიელე დე როსი და მირალემ პიანიჩი გაუმაგრებენ. ბოლო შეხვედრებში "ფიორენტინა" კარგად ირჯება და ტემპის დაგდებას არც "რომასთან" აპირებს - ვინჩენცო მონტელა 3-5-1-1 სქემას აირჩევს, წინ წაწეული მარიო გომესით და მის უკან მოთამაშე ხუან კუადრადოთი.
შუა კვირაში, ორივე გუნდმა იტალიის თასზე იასპარეზა და მომდევნო ეტაპზე გავიდა - რუდი გარსიამ ფლორენციულ პაექრობაზე "ემპოლისთან" სათასო გამარჯვების შემდეგ ისაუბრა:

"თასის გათამაშება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და კმაყოფილი ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით. დღეიდან, ჩვენი ფიქრები "ფიორენტინასთან" მატჩს უტრიალებს, რადგან გამარჯვება ჰაერივით გვჭირდება. რთული კალენდარი გვაქვს და ქულებიც დავკარგეთ, მაგრამ დროა, სწორ რელსებზე დავრუნდეთ. ფლორენციაში მოსაგებად ჩავალთ, ამას კი პირველ ნომრად თამაში სჭირდება".

სავარაუდო შემადგენლობები
ფიორენტინა (3-5-1-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, ბასანტა - ხოაკინი, ფერნანდესი, პისარო, ბორხა ვალერო, პასკუალი - კუადრადო - გომესი
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი - დე როსი, პიანიჩი, ნაინგოლანი - იტურბე, ლიაიჩი, ტოტი

ნეაპოლშიც დაცხება
"სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლი" "ჯენოას" მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს ევროსაგზურისთვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდებიან. რაფაელ ბენიტესის გუნდს სამეული სურს და ამ ბრძოლაში ფავორიტადაც ითვლება. აი, გენუელები ასე თამამად ვერ საუბრობენ ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ თქმა არ სჭირდება, რომ ჯამპიერო გასპერინის და მის შეგირდებს სადღაც მაინც სჯერათ სამეულში მოხვედრის.

ბენიტესი მანოლო გაბიადინის თადარიგში დატოვებს, შეტევაში კი ხოსე კალეხონის, მარეკ ჰამშიკის, დრის მერტენსის და გონსალო იგუაინის კვარტეტს გაამწესებს. "ჯენოას" ძალა გუნდურობაშია და ვნახოთ, წესით კარგი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.
აქვე ვთქვათ, რომ "იუვენტუსი" "კიევოს" მიიღებს და წესით, მორიგი სამი ქულა უნდა ჩაიწეროს აქტივში. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ლიდერის ერთადერთ კონკურენტს ურთულესი მატჩი აქვს, დიდია ალბათობა, რომ "ბებერმა ქალბატონმა" მდევართან ფორა გაზარდოს.

იტალია. სერია A. XX ტური
შაბათი. 24 იანვარი
კალიარი-სასუოლო 21.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კოსუ, კაპიტელი, იბარბო, ბალცანო - პეგოლო, ტაიდერი, პელუზო
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-4-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=3-0, (4-4)

ლაციო-მილანი 23.45
დისკვალიფიკაცია: რამი (მილანი)
ტრავმა: დე ვრი, სიანი, ბრაავჰეიდი, ჯენტილეტი, ლულიჩი, ანდერსონი, ბილია - ჰონდა, საპატა, დე შილიო, ბონერა, დე იონგი
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +6=19-21, (45-69)

კვირა. 25 იანვარი
ვერონა-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: გრეკო (ვერონა)
ტრავმა: ობადი, იანკოვიჩი - კერუბინი, ესტიგარიბია, რაიმონდი, დრამე
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +6=2-7, (18-19)

ინტერი-ტორინო 18.00
დისკვალიფიკაცია: ჟუანი, მედელი - პერესი
ტრავმა: ნაგატომო - ბარეტო, ბოვო
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 2-4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +15=7-1, (38-12)

იუვენტუსი-კიევო 18.00
დისკვალიფიკაცია: ცეზარი (კიევო)
ტრავმა: ოგბონა, ბარცალი, მარონე, ასამოა, რომულო - რადოვანოვიჩი
ბოლო 6 შეხვედრა
3-3-0 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +16=6-1, (43-20)

პარმა-ჩეზენა 18.00
დისკვალიფიკაცია: ლუკარელი - დე ფეუდისი
ტრავმა: ბიაბიანი, გეზალი, ხორკერა, ასკუა, ბელფოდილი, ლილა, კოდა - მარილუნგო, ტაბანელი, ჯორჯი, ვალძანია, სუჩი
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 0-1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +1=3-1, (7-6)

სამპდორია-პალერმო 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მესბა, რიცო, დე ვიტისი (პარმა)
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +7=6-10, (22-30)

ფიორენტინა-რომა 23.45
დისკვალიფიკაცია: სავიჩი (ფიორენტინა)
ტრავმა: როსი, ბერნარდესკი, ლუპატელი, აკვილანი, ნეტო, ოქტავიო, ბადელი - ჟერვინიო, კეიტა, ბალცარეტი, კასტანი, სანაბრია
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 2-4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 42 თამაში: +6=10-26, (42-72)

ორშაბათი. 26 იანვარი
ემპოლი-უდინეზე 22.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გუარენტე - პინცი, გეიხო, გილიერმე, ბადუ, ვაგუე, ევანჯელისტა, საპატა, დომიცი
ბოლო 6 შეხვედრა
0-5-1 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +3=6-6, (13-18)

ნაპოლი-ჯენოა 00.00
დისკვალიფიკაცია: გარგანო (ნაპოლი)
ტრავმა: ცუნიგა, მიჩუ, ინსინიე, გულამი - მარკეზე, მატრი, ტინო კოშტა, ანტონინი
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +12=11-8, (45-38)

ბომბარდირები: 13 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 10 - მაურო იკარდი (ინტერი), პაულო დიბალა (პალერმო), გონსალო იგუაინი (არგენტინა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული