09:40 23-01-2015
ნაპოლი-უდინეზე 2:2 (5:4) - ნეაპოლში გაუჭირდათ, მაგრამ მაინც მოიგეს [VIDEO]
AutoSharing Option
ნეაპოლში გამართული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში მასპინძლებმა ხუთიდან ხუთივე დარტყმა უნაკლოდ შეასრულეს, უდინელთაგან კი ბოლოს მარკეს ალანს არ გაუმართლა, რომელსაც "ნაპოლის" მეკარე მარიანო ანდუხარმა აჯობა.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ანგარიში მეორე ტაიმში სტუმრებმა სირილ ტეროს გოლით (58) გახსნეს. "ნაპოლიმ" მალევე ჟორჟინიოს ზუსტი 11-მეტრიანით (65) გაათანაბრა, "უდინეზეს" კი მოედნიდან სილვან ვიდმერი გაუძევეს.
ოვერტაიმში, 99-ე წუთზე მარეკ ჰამშიკმა შეაგდო, მაგრამ "სან-პაოლოზე" ტრიბუნებზე ზეიმმა მხოლოდ ხუთ წუთს გასტანა - პანაიოტის კონემ ანგარიში გაათანაბრა და საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა.
ამრიგად, იტალიის თასის 1/4-ფინალში ერთმანეთს "მილანი"-"ლაციო", "პარმა"-"იუვენტუსი", "ინტერი"-"ნაპოლი" და "რომა-"ფიორენტინა" დაუპირისპირდებიან. შეხვედრები 27 და 28 თებერვალსა და 3 და 4 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული