ტურინის "იუვენტუსს" პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს მიღება სურს

AutoSharing Option
როგორც ირკვევა, "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "ჩელსი", მადრიდის "რეალთან" და "პარი სენ-ჟერმენთან" ჭიდილს აპირებენ პოლ პოგბას ხელში ჩაგდებისთვის.

ტურინის "იუვენტუსი" 21 წლის ფრანგის გაყიდვას არ გამორიცხავს, რადგან მისთვის მაღალი ხელფასის გადახდა არ შეუძლია და თანაც, 100 მილიონი ევროს მიღება სურს, რომლითაც რამდენიმე მაღალი დონის მოთამაშეს შეიძენს.

ინგლისური გუნდებიც უმალვე გააქტიურდნენ, მაგრამ თავად პოგბამ აქამდე კომპლიმენტები "რეალსა" და პსჟ-ს უძღვნა. იგი, განსაკუთრებით, მადრიდელებითაა მოხიბლული. ისე კი, გავიხსენოთ, რომ თავის დროზე, პოგბა სწორედ "წითელი ეშმაკებიდან" წავიდა "იუვეში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორ ძმურად სად წაიკითხე რომ ფასი დაადო ყველა ხელმძღვანელი ამბობს არ ვყიდითო..
bneli
17:18 26-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული