"მილანი" მწვრთნელის პოსტზე მონტელასა და კონტეს კანდიდატურებს განიხილავს

AutoSharing Option
"მილანი" ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია, იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელ თავკაცს, ფილიპო ინძაგის დაემშვიდობება.

Sky Sport Italia-ს ცნობით, უახლოეს დღეებში 41 წლის იტალიელ სპეციალისტს თანამდებობას დაატოვებინებენ და სეზონის ბოლომდე მის მოვალეობას "მილანის" მეორე მწვრთნელი, მაურო ტასოტი შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულში "მილანი" "ფიორენტინას" თავკაცის, ვინჩენცო მონტელას გადაბირებას შეეცდება.

წყაროს ინფორმაციით, მილანელები იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს კანდიდატურასაც კი განიხილავენ.

ადრე კი ვრცელდებოდა ცნობები, რომ ინძაგის შემცვლელად "როსონერი" ლუჩანო სპალეტის და ჩეზარე პრანდელის მოიაზრებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული