"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, უახლოეს ორ დღეში დესტრო მილანში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს. ცნობილია ისიც, რომ კონტრაქტი 18-თვიანია, დედაქალაქური კლუბი კი მხოლოდ 1 მილიონ ევროს მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას მიიღებს მატია 18 თვის განმავლობაში. ამ თემაზე მოკლე კომენტარი კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ გააკეთა:
"ჩვენი მიზანი ფორვარდის დამატებაა, რასთანაც ძალიან ახლოს ვართ. მატია დესტრო შესანიშნავი თავდამსხმელია და დარწმუნებული ვარ, რომ დიდ სამსახურს გაგვიწევს. ამასთან, ჩვენ
აქვე ვთქვათ, რომ "მილანი" არ ეშვება ადელ ტაარაბტს, რომელიც გასულ სეზონში "როსონერიში" იჯარით თამაშობდა, დღეს კი ინგლისურ "ქუინზ პარკ რეინჯერსშია". 25 წლის შემტევის სანაცვლოდ ბრიტანელები 8 მილიონ ევროს ითხოვენ, ადრიანო გალიანის კი 4 მილიონის გადახდა სურს. მოლაპარაკება ბოლო ფაზაშია და დიდია შანსი, რომ მხარეები კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ.
ამასობაში, ლეგა კალჩოს სადისციპლინო კომიტეტმა "ლაციო"-"მილანის" დროს მომხდარი ინციდენტი განიხილა და ფილიპ მექსეს მკაცრი სასჯელი გამოუწერა. 32 წლის ფრანგ მცველს 4 ტურის გამოტოვება მოუწევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"