ფლორენცია ჩემი სახლია
ფლორენციაში ვცხოვრობ, რადგან ამ ქალაქში თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. ამასთან, "ფიორენტინას" გულშემატკივარი ვარ და თამაშებს დიდი სიამოვნებით ვესწრები. როდესაც "ვიოლას" თამაშს ვუყურებ, გული სხვანაირად მიცემს. ამიტომ, სანამ თავისუფალი ვარ, სწორედ ფლორენციაში ვიცხოვრებ, იქ, სადაც ჩემი სახლია. რაც შეეხება "ფიორენტინაში" დაბრუნებას, გუნდს შესანიშნავი მწვრთნელი ვინჩენცო
"მილანი"
ჯერჯერობით, "მილანსაც" ჰყავს მწვრთნელი და მინდა ფილიპო ინძაგის წარმატება ვუსურვო. ისე კი, "როსონერიში" მუშაობა ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი პატივია და გამონაკლისი არც მე ვარ. თუ მომავალში ასეთი შანსი მექნება, აუცილებლად დავფიქრდები და დიდი ალბათობით, არც უარს ვიტყვი. "მილანს" უდიდესი ტრადიციები აქვს, ამ გუნდში ბრწყინვალე მწვრთნელებს უმუშავიათ. მარტო არიგო საკის ხსენება რად ღირს, რომელმაც ეპოქა შექმნა."იუვე" თუ "რომა"?
"იუვენტუსი" მიჯრით რამდენჯერმე გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ამიტომ ჩემი სიმპათიები "რომასკენ" იხრება. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "იუვენტუსი" დღეს უფრო ძლიერია და სკუდეტოს მოპოვების მეტი შანსი აქვს. ძალიან მომწონს მასიმილიანო ალეგრის მუშაობა - ბევრს ეგონა, რომ მის ხელში გუნდს ჩავარდნა დაეწყებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. პირიქით, "იუვე" უფრო სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს. რაც შეეხება "რომას", თითო რგოლში თითო უმაღლესი კლასის ფეხბურთელი და სკუდეტოს მოპოვების შანსი ერთიორად გაიზრდება - ამით ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ რეალობა სწორედ ასეთია.
იტალიის ნაკრები
ანტონიო კონტე საქმეს კარგად უძღვება და ვფიქრობ, რომ მის ხელში იტალიის ნაკრებს კარგი მომავალი აქვს. დღეს აღარ გვყავს ისეთი ინდივიდუალისტები, როგორებიც რობერტო ბაჯო და ალესანდრო დელ პიერო იყვნენ, მაგრამ არის რესურსი, რომ უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი შეიკრას. ანტონიო ბევრს მუშაობს, მუდმივი შეხვედრები აქვს სერია A-ს გუნდების მწვრთნელებთან, ფეხბურთელებთან, რაც აუცილებლად დაფასდება. რა არის ყველაზე რთული ნაკრებში მუშაობისას? - ხშირად რამდენიმე თვე ელოდები ერთ მატჩს, რომელსაც მთელი ქვეყანა უყურებს - ეს დიდი წნეხია, რომელსაც გამკლავება სჭირდება. ვფიქრობ, კონტე ამისთვის მზადაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"