"რადიო ლა რედის" ინფორმაციით, შესაძლოა, ფილიპო ინძაგის აცალონ სეზონის ბოლომდე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაანაცვლონ ის არგენტინელი სპეციალისტით.
საბელიას უახლოეს დღეებში მილანში ელიან მოსალაპარაკებლად.
შეგახსენებთ, რომ საბელიამ არგენტინის ნაკრები 2014 წლის მუნდიალის ფინალში გაიყვანა, სადაც მისი გუნდი დამატებით დროში გერმანიასთან დამარცხდა. ამის შემდეგ საბელია გადადგა.
ევროპაში საბელიას მთავარ მწვრთნელად არ უმუშავია, თუმცა 2001 წელს "პარმას" თავკაცის თანაშემწე იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"