* "იუვენტუსის" ზამთრის ბოლო შენაძენი ან პაბლო ოსვალდო იქნება, ან ალესანდრო მატრი.
* კევინ სტროტმანი (რომა) სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
ტურის წინასიტყვაობაში ვთქვით, რომ სენსაციები იყო მოსალოდნელი და ასე აგიხდეთ ყველაფერი: ვერც "იუვენტუსმა" მოიგო და ვერც "რომამ" - შესაბამისად, ლიდერს და მის მდევარს შორის სტატუს-ქვო შენარჩუნდა. ფავორიტებს სხვა მატჩებშიც მოეცარათ ხელი...
უფერული "რომა"
"რომა"-"ემპოლის" მატჩი, მთლიანობაში, კარგი სანახავი გამოდგა, მაგრამ აი, მასპინძელთა თამაშს კი ვერაფრით შევაქებთ - რუდი გარსიას შეგირდები ერთფეროვნად უტევდნენ, ბოლო ფაზაში მრავალფეროვნება პირველი ტაიმი რომაელთა უხეირო იერიშებში წარიმართა, გოლი კი სტუმრებმა შეაგდეს - თერთმეტმეტრიანი დარტყმით თავი მასიმო მაკარონემ გამოიჩინა. საგულისხმოა, რომ ამ ეპიზოდამდე რამდენიმე წამით ადრე "ჯალოროსის" კოსტას მანოლასი გაუძევეს და შესაბამისად, "ემპოლი" რიცხობრივ უმრავლესობაში იყო. თუმცა, ტაიმის მიწურულს, სტუმართა გუნდიც კაცნაკლული დარჩა და მეორე ნახევარში გუნდები ათ-ათი ფეხბურთელით თამაშობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ორმა გაძევებამ თავისუფალი სივრცეები გაზარდა, "რომას" ძველებურად უჭირდა შეტევის განხორციელება და მეტოქის კართან ხიფათის შექმნა. თუმცა ერთი გოლი შეაგდეს მასპინძლებმა, გოლის ავტორი კი დუგლას მაიკონია - ბრაზილიელი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და მარცხენა ფეხით უზუსტესად დაარტყა - 1:1.
დარჩენილი დრო მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ხეირი ამ საქმეს არ მოჰყოლია. ბოლო 15 წუთი მოედანზე ლევან მჭედლიძეც იყო, ის ბრძოლას არც ამჯერად მორიდებია. მატჩის შემდეგ რუდი გარსიამ შემდეგი განაცხადა:
"შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ფეხბურთელთა თავდადებამ და მოტივაციამ ძალიან გამახარა. მიუხედავად იმისა, რომ გოლი გავუშვით და შემდეგ კაცნაკლულნი დავრჩით, შევძელით მობილიზება, გავათანაბრეთ ანგარიში და სადაც სამართალია, უნდა მოგვეგო კიდეც".
იხილეთ ვიდეო
შავ-თეთრი ფრე უდინეში
"სტადიო ფრიულიზე" ერთმანეთს ორი "ბიანკონერი" დაუპირისპირდა და თამაში მართლაც შავ-თეთრი გამოვიდა. სახიფათო მომენტები თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით, ბევრი ბრძოლა, ჯარიმები, პაუზები და ყველაფერი ის, რაც შეიძლება აუფერულებდეს სპორტის უპირველეს სახეობას. როგორც ჩანს, "იუვენტუსი" ვერ განეწყო ამ თამაშისთვის, "უდინეზეს" კი გასარისკად არ ჰქონდა საქმე და მთლიანობაში, სასურველ შედეგსაც მიაღწია.აღსანიშნავია, რომ მასიმილიანო ალეგრიმ ტაქტიკა შეცვალა და 4-3-1-2-ს 3-5-2 ამჯობინა. მართალია, ეს სქემა "იუვესთვის" უცხო არაა, მაგრამ ფეხბურთელები თითქოს ვერ გადაეწყვნენ ძველ-ახალ მოდელზე და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტად მძიმე შთაბეჭდილება დატოვეს.
მატჩის შემდეგ ალეგრის სათქმელი არაფერი ჰქონდა და თავი იმართლა, მეტოქემ თამაში ჩაგვიკეტა და გასაქანი არ მოგვცაო. შემდეგ სატრანსფერო ფანჯარაზე გაამახვილა ყურადღება და დაამატა, სებასტიან ჯოვინკომ უკვე დაგვტოვა და სანამ ფანჯარა დაიხურება, ან პაბლო ოსვალდოს დავიმატებთ, ან ალესანდრო მატრისო. მოკლედ, "იუვენტუსმა" კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, რომ მდევართან სხვაობა კიდევ ორი ქულით გაეზარდა.
ახდენილი ოცნება
"სასუოლოს" პრეზიდენტს და ამავდროულად, "მილანის" თავგადაკლულ გულშემატკივარ ჯორჯო სკუინცის დიდი ხნის ოცნება აუხდა, მისმა გუნდმა "ინტერი" დაამარცხა. თანაც, "ნერივერდემ" ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა და სახელოვანი მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა.პირველი ტაიმი 17 წუთის დაწყებული იყო, როდესაც სიმონე ძაძამ ბურთი მეტოქის საჯარიმოს ხაზთან მიიღო, ერთი გაისწორა და უძლიერესი დარტყმით "ცხრიანში" გაახვია - 1:0. 30-ე წუთზე ნიკოლა სანსონემ გამოიჩინა თავი, მარცხენა ფლანგზე გაინავარდა, ერთ მეურვეს კარგად აუარა გვერდი და მახვილი კუთხიდან ულამაზესი გოლი შეაგდო - 2:0. "სასუოლომ" დიდი ფორა მიიღო და მეორე ნახევარს მხრებგაშლილი შეხვდა...
რობერტო მანჩინიმ სცადა მატჩის გადარჩენა, შეტევაც გააძლიერა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა - იმ დღეს "სასუოლო", უბრალოდ, უკეთესი იყო. თუმცა, რამდენიმე წუთით მაინც გაცოცხლდა ინტრიგა, როდესაც მასპინძელთა კაპიტანი სიმონე მისიროლი უხეშად შეცდა, მაურო იკარდი მეკარეს პირისპირ შეჰყარა და ფორვარდს ერთი ბურთის გაქვითვა არ გასჭირვებია - 2:1.
ეს ამბავი 83-ე წუთზე მოხდა და სტუმრებს ჰქონდათ ანგარიშის გაქვითვის დრო, მაგრამ საბოლოოდ, მესამე გაუშვეს. მაშინ, როდესაც "სასუოლო" ათი ფეხბურთელით იყო დარჩენილი, მსაჯს 6 წუთი ჰქონდა დამატებული და "ინტერი" მთელი ძალით ცდილობდა ბოლო შტურმის მოწყობას, სიმონე ძაძამ კიდევ ერთხელ გააბითურა მცველები, პენალტი მოინადირა და დომენიკო ბერარდის ბოლო აკორდი დაასმევინა - 3:1.
"სასუოლომ" კიდევ ერთხელ აჩვენა შესანიშნავი თამაში, მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო კი ჟურნალისტთა დითირამბებს ვერ აუდის. ერთი კია, მომდევნო შეხვედრაში "ნერივერდეს" ძირითადი შემადგენლობის სამივე თავდამსხმელი დააკლდება; სიმონე ძაძამ და დომენიკო ბერარდიმ ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურეს, ნიკოლა სანსონემ კი "ინტერთან" შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო.
კინაღამ გამოგვრჩა - მწარე მარცხის შემდეგ ფრედი გუარინმა და მაურო იკარდიმ რატომღაც "ინტერის" ქომაგების სექტორთან მიირბინეს და მაისურები ესროლეს - გულშემატკივრებმა "საჩუქრები" უკანვე დაუბრუნეს ფეხბურთელებს და გინების კორიანტელი დააყარეს; იკარდის ნერვებმა უმტყუნა, მას გუარინი აჰყვა და რომ არა დამცავი ჯებირები, შესაძლოა უბედურებაც დატრიალებულიყო.
იკარდის ანდრეა რანოკია აწყნარებდა, მაგრამ არგენტინელმა თავის კაპიტანზეც გაიწია. მოგვიანებით, მაურომ და ფრედიმ ბოდიში მოიხადეს, მაგრამ რამდენად მიიღებენ მას "ნერაძურის" ტიფოზები, რთული სათქმელია.
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის
"იუვენტუსის" მსგავსად, "ლაციოც" გადაღლილი ჩანდა, აუტსაიდერ "ჩეზენას" ვერაფერი მოუხერხა და სამივე ქულა დათმო. ამით კარგად ისარგებლა "ნაპოლიმ" და ვერონაში გამარჯვებით პოზიცია განიმტკიცა. ჯერ კიდევ შაბათს, "ჯენოამ" და "ფიორენტინამ" ქულები გაცვალეს, რითიც ორივე გუნდი უკმაყოფილო დარჩა.
აი, რაც "სამპდორიას" დაემართა, გაოცებას იწვევს - სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი თავისი სამუელ ეტო'ოთი "ტორინომ" გაანადგურა, ფაბიო კვალიარელამ კი ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
სერია A. XXI ტური
31 იანვარი
ჯენოა-ფიორენტინა 1:1
გოლები: 1:0 ტატარუშანუ (14-ს. კ.), 1:1 გონსალო (54)
ჯენოა (3-4-3): პერინი - დე მაიო, ბურდისო, რონკალია - ედენისლონი, რინკონი, კუცკა, სტურარო (90. იძო) - იაგო (87. როზი), ნიანგი (70. ლესტინი), პეროტი
ფიორენტინა (3-5-2): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო (84. რიჩარდსი), ბასანტა - ხოაკინი, ბადელი, ფერნანდესი, ბორხა ვალერო, ვარგასი - დიამანტე (69. კურტიჩი), ბაბაქარი (74. ჯილარდინო)
გაფრთხილება: სტურარო - ბორხა ვალერო
გაძევება: ბურდისო (81. ჯენოა)
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 12-10 (7-6); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 22 000
რომა-ემპოლი 1:1
გოლები: 0:1 მაკარონე (39-პენ.), 1:1 მაიკონი (57)
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი (82. ვერდე), იანგა-მბივა, მანოლასი, ჰოლებასი - კეიტა, პიანიჩი, ნაინგოლანი - იტურბე (25. ფლორენცი), ლიაიჩი, ტოტი (40. ასტორი)
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - უსაი, რუგანი, ბარბა, მარიო რუი - კროჩე, ვალდიფიორი (84. სინიორელი), ვესინო - საპონარა - მაკარონე (58. ზელინსკი), პუჩარელი (74. მჭედლიძე)
გაფრთხილება: ნაინგოლანი, ფლორენცი, ასტორი - კროჩე, ვალდიფიორი
გაძევება: მანოლასი (37) - საპონარა (45)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 18-10; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 13-4 (3-1); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 35 000
1-ლი თებერვალი
სასუოლო-ინტერი 3:1
გოლები: 1:0 ძაძა (17), 2:0 სანსონე (29), 2:1 იკარდი (83), 3:1 ბერარდი (90-პენ.)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, ტერანოვა (82. ბრიგი), კანავარო, ლონგი (61. გაცოლა) - მანიანელი, მისიროლი (75. ანტეი), ბიონდინი - სანსონე, ბერარდი, ძაძა
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დონკორი, რანოკია, ვიდიჩი (70. ბროზოვიჩი), დოდო - გუარინი, მედელი - პოდოლსკი (56. იკარდი), კოვაჩიჩი, შაქირი - პალასიო (78. პუშკაში)
გაფრთხილება: მისიროლი, ძაძა, ბერარდი - ვიდიჩი, რანოკია, მედელი, იკარდი
გაძევება: სანსონე (90) - დონკორი (90)
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 7-12 (4-4); ბურთის ფლობა: 29%-71%
მაყურებელი: 18 000
ატალანტა-კალიარი 2:1
გოლები: 1:0 ბიავა (18), 1:1 დესენა (44), 2:1 პინილია (90)
ატალანტა (4-4-2): სპორტიელო - ბელინი, სტენდარდო, ბიავა, დელ გროსო (57. ემანუელსონი) - მორალესი (65. გომესი), კარმონა, ჩიგარინი, ძაპაკოსტა - პინილია, დენისი (82. ბოაკე)
კალიარი (4-3-2-1): ბრკიჩი - გონსალესი, ბენედეტი (69. კაპიტელი), კაპუანო, აველარი - კრიშეტიგი, დონსა, დესენა - ჟოაო პედრო (65. ფარიასი), საუ (71. კოპი) - ლონგო
გაფრთხილება: ჩიგარინი, პინილია - გონსალესი, ლონგო
კუთხური: 13-4; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 12-7 (6-5); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 18 000
ჩეზენა-ლაციო 2:1
გოლები: 1:0 დეფრელი (60), 2:0 კატალდი (77-ს. კ.), 2:1 კლოზე (87)
ჩეზენა (4-3-1-2): ლეალი - პერიკო, კრაინჩი, კაპელი, რენძეტი - ჯორჯი (82. კაცოლა), დე ფეუდისი, პულცეტი (86. კაშონე) - ბრიენცა - ჯურიჩი (70. ალეჰანდრო), დეფრელი
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, ცანა, მაურისიო, პერეირინია (65. კავანდა) - პაროლო, ლედესმა (59. კეიტა), კატალდი - მაური (82. პერეა), კანდრევა, კლოზე
გაფრთხილება: კაპელი - მარკეტი, მაურისიო, პაროლო
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8-9 (4-6); ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 17 000
კიევო-ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 ცეზარი (18-ს. კ.), 1:1 ბრიტოსი (25-ს. კ.), 1:2 გაბიადინი (62)
კიევო (4-4-2): ბიძარი - სკელოტო, გამბერინი, ცეზარი (81. კრისტიანსენი), ზუკანოვიჩი - ბირსა (61. ბოტა), ისკო, ჰეტემაი, რადოვანოვიჩი - პალოსკი (71. მეჯორინი), პელისიერი
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ბრიტოსი, ალბიოლი, სტრინიჩი - დავიდ ლოპესი, ფრელო (69. გარგანო) - გაბიადინი (65. კალეხონი), დე გუზმანი, მერტენსი (78. ჰამშიკი) - იგუაინი
გაფრთხილება: ბოტა (კიევო)
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 15-8 (3-4); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 10 000
პალერმო-ვერონა 2:1
გოლები: 0:1 პანაიოტისი (8), 1:1 დიბალა (18), 2:1 ბელოტი (79)
პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი - მორგანელა, მატო (70. ბელოტი), ბოლცონი, ბარეტო, ლაზაარი (87. დაპრელა) - ვასკესი (81. ჩოჩევი) - დიბალა
ვერონა (3-5-2): ბენუსი - მორასი, მარკესი, მარკეში - მარტიჩი (81. სავიოლა), სალა (5. ხრისტოდოლოპულოსი), პანაიოტისი, გრეკო, ბრივიო - ლოპესი (70. ფერნანდინიო), ტონი
გაფრთხილება: ანდელკოვიჩი - მარკეში, სავიოლა
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 11-9 (5-4); ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 18 000
ტორინო-სამპდორია 5:1
გოლები: 1:0 კვალიარელა (16), 2:0 კვალიარელა (29-პენ.), 3:0 კვალიარელა (65), 4:0 ამაური (75), 4:1 ობიანგი (77), 5:1 პერესი (90)
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი, ფარნერუდი (78. ელ ქადური), გაცი, ბენასი, დარმიანი - მარტინესი (58. ლოპესი), კვალიარელა (71. ამაური)
სამპდორია (4-3-3): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, რომანიოლი, რეჯინი - სორიანო (78. კრსტიჩიჩი), პალომბო, ობიანგი - ედერი (71. ეტოო), ბერგესიო (46. დუნკანი), ოკაკა
გაფრთხილება: გაცი - დე სილვესტრი, სილვესტრი
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 18-9 (9-2); ბურთის ფლობა: 38%-62%
მაყურებელი: 18 000
უდინეზე-იუვენტუსი 0:0
უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - პირისი, დანილო, ერტო - ვიდმერი, ალანი, გილიერმე, ფერნანდესი, გაბრიელ სილვა (66. პასკუალე) - ტერო, დი ნატალე
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, პერეირა, პირლო, პოგბა, ევრა (74. პადოინი) - ტევესი, ლორენტე (67. მორატა)
გაფრთხილება: დი ნატალე, ტერო - ლიხტშტაინერი
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 8-10 (2-2); ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 10 000
მილანი-პარმა 3:1
გოლები: 1:0 მენეზი (17-პენ.), 1:1 ნოჩერინო (24), 2:1 მენეზი (57), 3:1 ძაკარდო (76)
მილანი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - ძაკარდო, რამი, ალექსი, ბოკეტი - ვან გინკელი (46. ესიენი), პოლი - ჰონდა, მენეზი (81. პაცინი), ჩერჩი - დესტრო (74. მუნტარი)
პარმა (4-3-3): მირანტე - სანტაკროჩე (60. რისპოლი), ლუკარელი, კოსტა, გობი - მარიგა (65. მაური), გალოპა, ნოჩერინო - ვარელა (77. ჰარასლინი), როდრიგესი, პალადინო
გაფრთხილება: ვან გინკელი, დესტრო - გობი, ლუკარელი, მარიგა
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 19-23; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-11 (8-5); ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 40 000
ბომბარდირები: 13 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 12 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), ჟერემი მენეზი (მილანი); 11 - მაურო იკარდი (ინტერი), პაულო დიბალა (პალერმო)
მომდევნო ტური
7 თებერვალი:
ვერონა-ტორინო, იუვენტუსი-მილანი
8 თებერვალი:
ფიორენტინა-ატალანტა, ემპოლი-ჩეზენა, პარმა-კიევო, კალიარი-რომა, სამპდორია-სასუოლო, ნაპოლი-უდინეზე, ინტერი-პალერმო
9 თებერვალი:
ლაციო-ჯენოა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"