"პარმას" მფლობელი იტალიელი ბიზნესმენი გახდა

AutoSharing Option
"პარმას" ახალი მფლობელი იტალიელი ბიზნესმენი ჯამპიეტრო მანენტი გახდა, - იტყობინება La Gazzetta di Parma.

დღეს კლუბის დირექტორთა საბჭო შეიკრიბება, სადაც ხელმძღვანელობის უახლოეს გეგმებზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ კლუბი ალბანელმა ბიზნესმენმა რეზარტ ტაჩიმ გაყიდა, რომელმაც "პარმა" გასული წლის დეკემბერში შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ კლუბის ვალები 200 მილიონ ევროს შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული