* "რომას" ტალანტ დანიელე ვერდეს კვირამდე 33-წუთიანი პროფესიული კარიერა ჰქონდა.
* დანიელე ვერდეს ხელფასი "რომაში" თვეში ათასი ევროა.
* ვერდე 2010 წლიდან (14 წლის ასაკიდან) "რომას" წევრია.
"რომას" მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას საკადრო პრობლემები მოეძალა და ამიტომაც "კალიარისთან" შეხვედრაში (2:1 რომაელთა სასარგებლოდ) ძირითად შემადგენლობაში 18 წლის შემტევი დანიელე ვერდე გაამწესა.
სეიდუ დუმბია და ჟერვინიო აფრიკის ერთა თასზე რომ არ ყოფილიყვნენ, ხოლო ალესანდრო ფლორენცი მწყობრში ყოფილიყო, ვერდე, ალბათ, მატჩის განაცხადშიც ვერ
დიდ გუნდში შანსი შეიძლება ერთხელ მოგეცეს და მას გამოყენება უნდა. ეტყობა, თინეიჯერს ეს ყველაფერი კარგად ესმის, მან ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. დანიელემ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ლომის წილი დაიდო დედაქალაქელთა გამარჯვებაში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი მაინც პირველი პასია, როდესაც ადემ ლიაიჩს რბილად ჩაუგდო ბურთი საჯარიმოში, ფეხზე დაასვა და ამ უკანასკნელსაც გატანა აღარ გასჭირვებია.
მატჩის შემდეგ რუდი გარსიამ ვერდე ქებით ცაში აიყვანა:
"ვერდე რომ ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, ისედაც ვიცოდი, მაგრამ მისმა თამაშმა ყველა გაგვაოცა. ლიდერობა იტვირთა და უდიდესი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.
შესანიშნავი ტექნიკა აქვს და საჭირო მომენტში, თამაშის ტემპის განსაზღვრაც კი შეუძლია. ასეთი უნარი მხოლოდ გამოცდილებით მოდის, ის კი ჯერ 18 წლისაა.
ჩემი ხედვით, ვერდე გამოკვეთილი ფორვარდია, მაგრამ სხვა პოზიციაზეც შეუძლია თამაში. ვფიქრობ, დანიელე დიდ ფეხბურთს ითამაშებს".
როგორც ჩანს, ვერდეს ვარსკვლავური სენი არ ემუქრება:
"ახლა მზად ვარ, "ინტერის" ახალგაზრდულ გუნდს დავუბრუნდე და მას ვიარეჯოს თასის მოგებაში დავეხმარო", - განაცხადა დღის გმირმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"