ვინჩენცო მონტელა "მილანზე" არ ფიქრობს

AutoSharing Option
"მილანმა" ვერც "იუვენტუსთან" ივარგა და მორიგი მარცხი იწვნია, იტალიურ სპორტულ პრესაში კი სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ ფილიპო ინძაგისთვის ეს პირველი და უკანასკნელი სეზონი იქნება "როსონერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

მის სავარაუდო შემცვლელად ლუჩანო სპალეტის და ჩეზარე პრანდელის ასახელებდნენ.

ბოლო დროს კი წინა პლანზე ვინჩენცო მონტელას კანდიდატურამ წამოიწია.

"ფიორენტინას" მესაჭემ ამ თემაზე საგანგებო კომენტარი გააკეთა:

"მიკვირს, რომ გაზეთები აჭრელებულია ჩემი "მილანში" შესაძლო დანიშვნის ამბით. ჯერ ერთი, "როსონერის" ჰყავს მწვრთნელი და მეორე, არც მე ვაპირებ ფლორენციის დატოვებას.

"ფიორენტინაში" თავს დიდებულად ვგრძნობ, აქ
ბოლომდე მენდობიან და მინდა, გაცემული ავანსები გავამართლო. მით უმეტეს, "მილანიდან" არავინ შემხმიანებია და შესაბამისად, ამ თემაზე არც კი ვფიქრობ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული