"პარმას" ახალი მფლობელი სეზონის ბოლომდე 15 მილიონს დახარჯავს

AutoSharing Option
ბოლო ორ თვეში "პარმას" მფლობელი მეორეჯერ შეეცვალა. ჯერ იყო და კლუბი რუსების და ებრაელი ბიზნესმენების ჯგუფმა შეიძინა, გუშინწინ კი გაცხადდა, რომ "პარმა" კომპანია "მაპი ჯგუფის" გენერალური დირექტორის, ჯამპიეტრო მანენტის ხელში გადადის.

ითქვა ისიც, რომ "მაპი ჯგუფი" სლოვენიაში მდებარეობს და კომპანია "გაზპრომის" კონტროლის ქვეშ იმყოფება. "პარმას" ახალმა მეპატრონემ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლომდე კლუბში 15 მილიონი ევრო ჩაიდება, თუმცა უმჯობესია, თავად მას მოვუსმინოთ:

"შეთანხმება უმოკლეს დროში გაფორმდა და ამიერიდან, კლუბზე პატრონობას მე და ჩემი გუნდი ავიღებთ. მქონდა შეხვედრა ფეხბურთელებთან და სასიამოვნოდ
გაოცებული დავრჩი - მიუხედავად იმისა, რომ ზოგს რამდენიმე თვის დავალიანება აქვს, ხელფასებზე სიტყვაც არ დაუძრავთ. ყველას გუნდის გადარჩენა და ელიტაში ადგილის შენარჩუნება სურს, რაც მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

სამწუხაროდ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია და შემადგენლობას ვეღარ გავაძლიერებთ. ისღა დაგვრჩენია, რომ გვჯეროდეს, გუნდი ამ კრიზისიდან არსებული რესურსით ამოვა.

ამასთან, სეზონის ბოლომდე კლუბში 15 მილიონი ევროს ინვესტიციას ჩავდებთ, რაც მთლიანად დაფარავს სახელფასო დავალიანებას და მოაგვარებს იმ ფინანსურ პრობლემებს, რის გამოც გუნდს ქულა დააკლეს და ჯარიმები დააკისრეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული