მიროსლავ კლოზეს კონტრაქტი რომის "ლაციოსთან" გახანგრძლივდა

AutoSharing Option
მიროსლავ კლოზემ არაერთხელ განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, როგორ გაგრძელდება ან საერთოდ გაგრძელდება თუ არა მისი საფეხბურთო კარიერა. თუმცა დღეს გაცილებით დიდია მისი "ლაციოში" დარჩენის შანსი, ვიდრე ეს თუნდაც ორი-სამი თვის წინ იყო.

საქმე იმაშია, რომ 36 წლის კლოზემ "ჯენოასთან" სეზონში მე-20 მატჩი ჩაატარა და შედეგად, ამოქმედდა კონტრაქტში ჩადებული საგანგებო პუნქტი, რომელიც მის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას გულისხმობს. ვითარებაში უკეთ რომაული კლუბის სპორტული დირექტორი იგლი ტარე გაგარკვევთ:

"მიროსლავ კლოზეს ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რომელიც ასეთ რამეს გულისხმობდა: თუ გერმანელი სეზონში
მინიმუმ 20 მატჩს ჩაატარებდა, მისი კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდებოდა. მირომ "ჯენოასთან" მეოცე მატჩი ჩაატარა და შესაბამისად, 2016 წლის ზაფხულამდე მისი სატრანსფერო უფლებები "ლაციოს" ეკუთვნის.

დიდი იმედი მაქვს, რომ თავად კლოზეც მოისურვებს ჩვენთან დარჩენას და ტრანსფერზე დაყენება არ მოგვიწევს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული