იტალია. სერია A. XXIII ტურის წინ: ლიდერები VS აუტსაიდერები

AutoSharing Option
სერია A-ს 23-ე ტურში დიდი გუნდების ჯახს ვერ ვიხილავთ, თუმცა არაერთი საინტერესო დაპირისპირება შედგება. ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შედის და თითოეულ თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ლიდერები და აუტსაიდერები
ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ჩეზენას" სტუმრობს და ბუნებრივია, რომ ფავორიტად ითვლება.

"იუვენტუსს" კარლოს ტევესი აკლია, რაც დიდი დანაკლისია, მაგრამ მეორე მხრივ, საინტერესოა, როგორ იასპარეზებს ტურინული გრანდი არგენტინელი ფორვარდის გარეშე. "გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, შეტევის წინა ხაზზე ფერნანდო ლორენტეს და ალვარო მორატას ტანდემს ვიხილავთ, მათ უკან კი ტრადიციული ოთხეული გაირჯება ანდრეა პირლოს, კლაუდიო მარკიზიოს, პოლ პოგბას
და არტურო ვიდალის შემადგენლობით. "ჩეზენა" წინა ტურში დამარცხდა, მაგრამ იქამდე მოიგო ზედიზედ ორი მატჩი და შეეცდება, "იუვენტუსსაც" შეუქმნას პრობლემები.

კიდევ ერთი ლიდერი "რომა" კიდევ ერთ აუტსაიდერ "პარმას" შეხვდება და ბუნებრივია, მხოლოდ სამი ქულისთვის ითამაშებს. ემილიელები ყველასთან აგებენ და გასაკვირი იქნება, თუ მაინცდამაინც სკუდეტოსთვის მებრძოლ გუნდს აართმევენ ქულებს.

"რომას" კოტ დივუარის ნაკრების თავდამსხმელები დაუბრუნდნენ და რუდი გარსიამაც შვებით ამოისუნთქა. შეტევაში ფრანჩესკო ტოტის, ადემ ლიაიჩის და ჟერვინიოს ტრიოს ვიხილავთ, სეიდუ დუმბია კი თადარიგში დარჩება. ჯერჯერობით უცნობია, მოხვდება თუ არა განაცხადში 18 წლის დანიელე ვერდე, რომელმაც წინა ტურში ორი საგოლე პასი გააკეთა და "რომას" მოგებაში ლომის წილი დაიდო. ვნახოთ, გაუწევს თუ არა წინააღმდეგობას "პარმა" "რომას"...

"ნაპოლის" რთული გასვლა
"ნაპოლი" შესანიშნავ ფორმაშია, მიჯრით იგებს მატჩებს და საინტერესოა, როგორ წარმოჩინდება "პალერმოსთან" გასვლით პაექრობაში. სიცილიელებს კერკეტი გუნდი ჰყავთ, იოლად არაფერს თმობენ და წესით, კარგი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს.

"გაძეტა დელო სპორტის" პროგნოზით, რაფაელ ბენიტესი ამჯერად თადარიგში მანოლო გაბიადინის დატოვებს, ძირითადში კი მარეკ ჰამშიკს, ხოსე კალეხონს, ჯონათან დე გუზმანს და გონსალო იგუაინს ვიხილავთ. რაც შეეხება "პალერმოს", შეტევაში ტრადიციული ტანდემი გაირჯება ფრანკო ვასკესის და პაულო დიბალას შემადგენლობით. ორივე გუნდი სამი ქულისთვის ითამაშებს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

სავარაუდო შემადგენლობები
პალერმო (3-5-2): სორენტინო - ანდელკოვიჩი, ტერცი, დაპრელა - მორგანელა, რიგონი, მატო, ბარეტო, ლაზაარი - ვასკესი, დიბალა
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი - გარგანო, დავიდ ლოპესი - კალეხონი, ჰამშიკი, დე გუზმანი - იგუაინი

მილანელები
მილანური გუნდები სატურნირო ცხრილის შუაში არიან გაჭედილნი, მაგრამ მათ მიმართ ინტერესი მაინც დიდია. "ინტერი" "ატალანტას" სტუმრობს და წესით, თანაბარი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. ბერგამოელებმა მოუმატეს, კარგ ფორმაში არიან და იოლად არაფერს დათმობენ.

"ატალანტა" ფრთხილ ტაქტიკა-სტრატეგიას აირჩევს და მეორე ნომრად შეეცდება თამაშს - შეტევაში ხერმან დენისს ვიხილავთ, საჭიროების შემთხვევაში კი მაურისიო პინილიაც ჩაერთვება საქმეში. "ინტერის" სავარაუდო შემადგენლობაში ერთი მოულოდნელი ამბავია - შეტევის წინა ხაზზე მაურო იკარდისთან ერთად, 18 წლის რუმინელი ფორვარდი გეორგ პუშკაში მოიაზრება. ვნახოთ, რამდენად გამართლდება "გაძეტას" პროგნოზი.

"მილანი" "ემპოლის" უმასპინძლებს და 4-2-3-1 ტაქტიკით დაუპირისპირდება. ცენტრფორვარდად მატია დესტროს ვიხილავთ, მის უკან კი ალესიო ჩერჩი, ჯაკომო ბონავენტურა და ჟერემი მენეზი გაირჯებიან. "ემპოლის" წინა ხაზზე მასიმო მაკარონეს და მანუელ პუჩარელის ტანდემი მოიაზრება, ლევან მჭედლიძე კი ალბათ თადარიგში იქნება. იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველ ფორვარდს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.

იტალია. სერია A. XXIII ტური
შაბათი. 14 თებერვალი
სასუოლო-ფიორენტინა 21.00
დისკვალიფიკაცია: ტაიდერი (სასუოლო)
ტრავმა: პეგოლო, პელუზო, ტერანოვა, მისიროლი, ვრსალკო - როსი, ბერნარდესკი, ლუპატელი, ელ ჰამდაუი, ოკტავიო, ვარგასი
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +1=1-1, (4-4)

პალერმო-ნაპოლი 23.45
დისკვალიფიკაცია: გონსალესი - მერტენსი
ტრავმა: მარესკა, ვიტიელო - ცუნიგა, მიჩუ, ინსინიე, მესტო
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 5-0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +6=5-8, (23-28)

კვირა. 15 თებერვალი
მილანი-ემპოლი 15.30
დისკვალიფიკაცია: მექსე (მილანი)
ტრავმა: საპატა, დე შილიო, ელ შაარავი, მასტური, დე იონგი, აგაცი, მონტოლივო, აბატე - გუარენტე, საპონარა
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +9=4-2, (26-10)

ატალანტა-ინტერი 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კერუბინი, ესტიგარიბია, რაიმონდი, დრამე - კამპანიარო, ანდრეოლი, ვიდიჩი, დამბროზიო, ნაგატომო, ჯონათანი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +7=8-18, (36-58)

ჯენოა-ვერონა 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მარკეზე, ტინო კოშტა, ანტონინი - როდრიგესი, სალა, ობადი
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +4=7-5, (24-27)

რომა-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: ჰოლებასი - გალოპა
ტრავმა: სტროტმანი, ბალცარეტი, კასტანი, იტურბე, იბარბო - ბიბიაბიანი, ხორკერა, ლილა, კოდა, ჰარასლინი, კოსტა, გობი
ბოლო 6 შეხვედრა
2-4-0 1-0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +28=9-6, (83-35)

ტორინო-კალიარი 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიზანო, ბალცანო (კალიარი)
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +10=7-8, (32-27)

უდინეზე-ლაციო 18.00
დისკვალიფიკაცია: კონე, პასკუალე - მარკეტი, ცანა, მაური
ტრავმა: პინცი, გეიხო, დომიცი - სიანი, პერეირინია, ჯენტილეტი, ლულიჩი, ჯორჯევიჩი, ტურკარა
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +12=9-20, (59-79)

კიევო-სამპდორია 21.00
დისკვალიფიკაცია: რადოვანოვიჩი - ოკაკა
ტრავმა: დე ვიტისი, კაჩატორე, რიცო, მუნიოსი, რომერო (სამპდორია)
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +3=10-12, (19-32)

ჩეზენა-იუვენტუსი 23.45
დისკვალიფიკაცია: ტევესი (იუვენტუსი)
ტრავმა: მარილუნგო, ტაბანელი, ვალძანია, სუჩი - ასამოა, რომულო, მატრი, კასერესი
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +0=3-6, (7-17)

ბომბარდირები: 14 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 13 - მაურო იკარდი (ინტერი); 12 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), ჟერემი მენეზი (მილანი); 11 - პაულო დიბალა (პალერმო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული