ვიდეო: პალერმო-ნაპოლი 3:1
14 თებერვალს იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა.
ფლორენციის "ფიორენტინა" "სასუოლოს" ეწვია და 3:1 მოიგო. "ჩელსიდან" გადასულმა მოჰამედ სალაჰმა პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში.
სტუმართა რიგებში დუბლი შეასრულა ხუმა ბაბაქარმა, ერთი გოლი მასპინძელთა რიგებში დომენიკო ბერარდიმ გაიტანა.
საინტერესო გამოდგა დაპირისპირება სიცილიაზე "პალერმოსა" და "ნაპოლის" შორის. ანგარიში მასპინძელთა მაროკოელმა ლეგიონერმა აშრაფ ლაზაარმა გახსნა.
პირველივე ტაიმში პაულო დიბალას ჩაწოდებულს ფრანკო ვასკესი გამოეხმაურა და ორამდე გაზარდა "პალერმოს" უპირატესობა.
65-ე წუთზე ვასკესმა ლუკა რიგონის გაატანინა. ნეაპოლელთა პრესტიჟის გოლი შეცვლაზე შესულმა მანოლო გაბიადინიმ გაიტანა.
ასე რომ, მესამე ადგილისთვის ბრძოლა ისევ დაიძაბა - "ნაპოლი" მხოლოდ 4 ქულითღა უსწრებს "ფიორენტინას".
სასუოლო-ფიორენტინა 1:3
გოლები: 0:1 სალაჰი (30), 0:2 ბაბაქარი (32), 0:3 ბაბაქარი (62), 1:3 ბერარდი (67)
პალერმო-ნაპოლი 3:1
გოლები: 1:0 ლაზაარი (14), 2:0 ვასკესი (36), 3:0 რიგონი (65), 3:1 გაბიადინი (82)
1. იუვენტუსი - 53 ქულა; 2. რომა - 46; 3. ნაპოლი - 42; 4. ფიორენტინა - 38; 5. სამპდორია - 35.
11:09 15-02-2015
სერია A. XXXIII ტური: "ნაპოლი" სიცილიაზე დაეცა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული