22:10 16-02-2015
რუდი გარსია და "რომას" კრიზისი
AutoSharing Option
* 19 თებერვალს "რომა" ევროპალიგის 1/16-ფინალში "ფეიენოორდს" მასპინძლობს.
"რომამ" სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ბევრი სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტად თვლიდა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი გამოდგა - დედაქალაქელებმა მოუკლეს, ტურინულ გრანდს გვარიანად ჩამორჩნენ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლიდერს რეალური პრობლემები შეუქმნან.
ეს ამბავი უკვე მეორედ ხდება "ჯალოროსის" თავს მას შემდეგ, რაც გუნდს რუდი გარსია ჩაუდგა სათავეში - მაინც რა ხდება, რატომ მოიშალა მექანიზმი და რატომ ვერ მოუგო მეორე ადგილზე მყოფმა გუნდმა აუტსაიდერ "პარმას"? - ამ თემებზე თავად ფრანგმა სპეციალისტმა ისაუბრა:
"რთული დროება გვიდგას და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ფეხბურთელთა ერთი ნაწილი ტრავმირებულია, მეორე ნაწილი ოპტიმალურ ფორმაში არაა და შესაბამისად, შესაძლებლობების წარმოჩენა გვიჭირს. ვიფიქრე, რომ აფრიკის თასის მოგებით ფრთაშესხმული დუმბია და ჟერვინიო "პარმასთან" საუკეთესო თვისებებს გამოავლენდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა - მცირე დასვენება მათაც სჭირდებათ.
მიუხედავად ყველაფრისა, "პარმასთან" მეორე ტაიმში ურიგოდ არ გვითამაშია და ეს პოზიტიური მომენტია. ჩვენ ნაკლებად უნდა ვიფიქროთ სატურნირო ცხრილზე, მთავარი თამაშის ხარისხია და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ჩავარდნის მიზეზი? - მთელ სეზონზე ძალების თანაბრად განაწილება გვიჭირს, ეს სახეზეა და ამ პრობლემას აუცილებლად აღმოვფხვრით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული