სერია A. XXIV ტურის წინ: გენუური პრინციპული საქმე

AutoSharing Option
24-ე ტურის მატჩებიდან გენუური დერბი უნდა გამოვარჩიოთ. "ჯენოას" და "სამპდორიას" დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულია, ამჯერად კი ვითარებას სატურნირო ინტრიგა ამწვავებს - ორივე გუნდს მაღალი ადგილი უკავია და ევროტურნირებისთვის იბრძვის...

გენუური ჯახი
გენუური გუნდები სატურნირო ცხრილში მე-6 და მე-7 ადგილებს ინაწილებენ, ასეთ დროს კი სასწორზე ყოველთვის 6 ქულა დევს. რეალური მიზანი ორივე გუნდისთვის ევროპალიგის საგზურის მოპოვებაა, მაგრამ თუ მხოლოდ ქულებით ვიმსჯელებთ, არც ჩემპიონთა ლიგის ზონაა უსაშველოდ შორს.

ამასთან, დერბი დერბია, მას ყოველთვის ახლავს დაძაბულობა და მოვლენათა შესაძლო ესკალაციის მომატებული საფრთხე - ამიტომ იტალიაში
ასეთ დროს სამართალდამცავი ორგანოებიც განსაკუთრებულად ემზადებიან. თუმცა, ჩვენ მაინც გუნდების მზადების პროცესი გვაინტერესებს და ამიტომ ორივე ბანაკზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

"სამპდორიას" მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი, ალბათ, 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევაში სტეფანო ოკაკა-ედერის ტანდემს გაამწესებს. დიახ, სამუელ ეტო'ო თადარიგში მოიაზრება, რომელიც ჯერჯერობით, ვერ მოერგო ახალ გუნდს და როგორც ჩანს, ადაპტაციის მტკივნეულ პროცესს გადის. თუმცა, შესაძლოა, ეს სინიშას ფანდიც იყოს და კამერუნელი სასტარტოში ვიხილოთ. ასეა თუ ისე, "სამპა" შეუტევს და პირველ ნომრად შეეცდება თამაშს.

არც "ჯენოა" დადგება უკან, ამ გუნდის ტაქტიკა-სტრატეგია ყოველთვის შემტევია და ჯამპიერო გასპერინი გვპირდება, რომ ასე იქნება დერბიშიც. იაგო, პეროტი და ნიანგი - თავდამსხმელთა ის ტრიოა, რომელსაც მწვრთნელი ყველაზე მეტად ენდობა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი მბაიე ნიანგია, რომელიც ახალ გუნდში მშვენივრად ათამაშდა. წესით, საინტერესო თამაში უნდა გაჩაღდეს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

სავარაუდო შემადგენლობები
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, რომანიოლი, მესბა - ობიანგი, პალომბო, დუნკანი - სორიანო - ედერი, ოკაკა
ჯენოა (3-4-3): პერინი - რონკალია, ბურდისო, დე მაიო - რინკონი, ბერტოლაჩი, კუცკა, ედენილსონი - იაგო, პეროტი, ნიანგი

ტურს ლიდერი გახსნის
ტური პარასკევს, "იუვენტუსი"-"ატალანტას" მატჩით გაიხსნება. საქმე იმაშია, რომ ტურინულ გრანდს შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე უწევს ასპარეზობა და ასე ადრე ამადაც თამაშობს.

ერთ-ერთი ვერსიით, მასიმილიანო ალეგრი რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დაასვენებს, მაგრამ ეს მაინც ნაკლებად მოსალოდნელია. წესით, შეტევაში კარლოს ტევესის და ალვარო მორატას ტანდემი უნდა ვიხილოთ, შუა ხაზს კი, ტრადიციულად, პოლ პოგბა, არტურო ვიდალი, კლაუდიო მარკიზიო და ანდრეა პირლო გაამაგრებენ. შესაძლოა, ამ უკანასკნელის ნაცვლად რობერტო პერეირა ვიხილოთ.

ისიც ვთქვათ, რომ ალესანდრო მატრი გამოჯანმრთელდა და განაცხადში იქნება.

რთული გასვლითი მატჩი აქვს "რომას", რომელიც "ვერონას" ესტუმრება და ალბათ, ისევ კოტდივუარელებით შეუტევს - სეიდუ დუმბიასთან და ჟერვინიოსთან ერთად, შეტევაში ადემ ლიაიჩი გაირჯება.

"ნაპოლი" "სასუოლოს" უმასპინძლებს და ესეც ძალიან საინტერესო მატჩია. წინა ტურში, ნეაპოლელები დამარცხდნენ და სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე, მაგრამ "სასუოლო" კერკეტი გუნდია და გასვლით თამაშებზე კონტრშეტევები ეხერხება. ამასთან, "ნაპოლის" გონსალო იგუაინი ჰყავს დისკვალიფიცირებული და ეს უდავოდ დიდი დანაკლისია.

იტალია. სერია A. XXIV ტური
პარასკევი. 20 თებერვალი
იუვენტუსი-ატალანტა 23.45
დისკვალიფიკაცია: ბენალუანი, პინილია, კარმონა (ატალანტა)
ტრავმა: ასამოა, რომულო, მატრი, კასერესი, მარონე - კერუბინი, ესტიგარიბია, რაიმონდი, მორალესი, ბიავა
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +23=6-2, (65-23)

შაბათი. 21 თებერვალი
სამპდორია-ჯენოა 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე ვიტისი, კაჩატორე, რიცო, მუნიოსი, რომერო - მარკეზე, პავოლეტი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +9=6-10, (23-27)

კვირა. 22 თებერვალი
მილანი-ჩეზენა 18.00
დისკვალიფიკაცია: მექსე, პალეტა, დიეგო ლოპესი - პერიკო
ტრავმა: საპატა, დე შილიო, მასტური, ელ შაარავი, აგაცი, აბატე, არმერო, ძაკარდო, პალეტა, ალექსი - მარილუნგო, ტაბანელი, ვალძანია, კაშონე, კაცოლა, პულცეტი
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +3=1-1, (7-4)

ემპოლი-კიევო 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გუარენტე - ფრეი
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +3=6-5, (14-17)

ლაციო-პალერმო 18.00
დისკვალიფიკაცია: ანდერსონი - რიგონი
ტრავმა: სიანი, პერეირინია, ჯენტილეტი, ლულიჩი, ჯორჯევიჩი, ტუნკარა - რიგონი
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +8=5-7, (34-30)

ვერონა-რომა 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: როდრიგესი, სალა, ობადი, რაფაელი, მორასი - სტროტმანი, ბალცარეტი, კასტანი, იტურბე, იბარბო, ლობონტი, მაიკონი
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 1-5-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +1=2-8, (14-29)

პარმა-უდინეზე 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბიაბიანი, ხორკერა, ჰარასლინი - გეიხო, დომიცი
ბოლო 6 შეხვედრა
0-1-5 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +16=9-14, (55-55)

ფიორენტინა-ტორინო 23.45
დისკვალიფიკაცია: ალონსო - ელ ქადური, ბოვო
ტრავმა: როსი, ბერნარდესკი, ლუპატელი, ოკტავიო, ვერგანი (ფიორენტინა)
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +11=8-4, (37-20)

ორშაბათი. 23 თებერვალი
ნაპოლი-სასუოლო 22.00
დისკვალიფიკაცია: იგუაინი (ნაპოლი)
ტრავმა: ცუნიგა, მიჩუ, ინსინიე, მესტო - პეგოლო, ტერანოვა, ვრსალკო, პელუზო
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +2=1-0, (4-1)

კალიარი-ინტერი 00.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიზანო, ბალცანო - ანდრეოლი, დამბროზიო, ნაგატომო, ჯონათანი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +5=14-16, (42-62)

ბომბარდირები:
14 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 13 - მაურო იკარდი (ინტერი); 12 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), ჟერემი მენეზი (მილანი); 11 - პაულო დიბალა (პალერმო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული