"იუვენტუსი" 9 ქულით უსწრებს მდევარს და რთულად წარმოსადგენია, რომ ეს უპირატესობა გაანიავოს. სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ტურინული გრანდის ერთადერთ რეალურ კონკურენტად სწორედ "რომა" იყო მიჩნეული და ერთი ხანობა, რუდი გარსიას გუნდი ფეხდაფეხ მიჰყვებოდა მეტოქეს, მაგრამ შემდეგ ჩამორჩა და ინტრიგაც განელდა.
მომდევნო ტურში, "რომა" "იუვენტუსს" მასპინძლობს და თუ დაამარცხებს, ქულათა სხვაობა 6-მდე შემცირდება - 9-ს ჯობია, მაგრამ ჯერ თამაშს უნდა მოგება და შემდეგ
"ვერონაში კარგად ვითამაშეთ, სრულ უპირატესობას ვფლობდით და უამრავი მომენტი გვქონდა, მაგრამ სამი ქულა მაინც ვერ მოვიპოვეთ. მეტოქემ ერთხელ შემოგვიტია, გოლი გაიტანა და სასურველ შედეგს მიაღწია. ეს ფეხბურთია, ხშირად ალოგიკური და მოულოდნელობებით სავსე. რაშია პრობლემა? - საკუთარი თავის რწმენა უნდა დავიბრუნოთ, სხვა ყველაფერი რიგზეა. ერთი კარგი გამარჯვება გვჭირდება, რომ მივხვდეთ: ჩვენ ისევ ის "რომა" ვართ.
ამასთან, ერთად დგომა, ერთ მუშტად შეკვრა გვჭირდება - სეიდუ დუმბია ბრწყინვალე გოლეადორია და მან გულშემატკივართა მხარდაჭერა უნდა იგრძნოს. თუ ერთად დავდგებით, კრიზისს მალე დავძლევთ".
რუდი გარსიამ ევროპალიგაზე "ფეიენოორდთან" განმეორებით პაექრობაზეც ისაუბრა:
"ჰოლანდიელებთანაც უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ შანსები თანაბარია და წინ არანაკლებ დაძაბული ბრძოლა გველის. ვეცდებით, საუკეთესო შესაძლებლობები გამოვავლინოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"