მატია დესტრომ "რომადან" "მილანში" გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა

AutoSharing Option
23 წლის ფორვარდმა მატია დესტრომ "რომადან" "მილანში" გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "როსონერიში" თავს შესანიშნავად გრძნობს:

"ბევრი ვიფიქრე, გადავსულიყავი თუ არა "მილანში" და საბოლოოდ, თანხმობა განვაცხადე.

რუდი გარსია შესანიშნავი ადამიანია, მაგრამ მისგან ნდობას ვერ ვგრძნობდი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გოლი გავიტანე, ყველაზე ცოტა სათამაშო დრო მეძლეოდა.

მინდა დავუმტკიცო ყველას, რომ უმაღლეს დონეზე შემიძლია თამაში და "მილანშიც" ამიტომ მოვედი. აქ ჩემი სჯერათ, მენდობიან და მეც ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმედი გავამართლო. მილანში თავს შესანიშნავად ვფრძნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად
იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული