ერნან კრესპო: "პარმას" ბაზაზე დენი და წყალი გაგვითიშეს

AutoSharing Option
"პარმა" იტალიური სპორტული პრესის ყურადღების ცენტრში რჩება, რადგან კლუბი უმძიმეს ვითარებაშია და გადარჩენისთვის იბრძვის. "პარმას" ახალგაზრდულ გუნდს ერნან კრესპო უდგას სათავეში, რომელმაც ჟურნალისტებს თავისი გულისტკივილი გაუზიარა:

"ძალიან მძიმეა იმის ყურება, თუ რა ხდება იმ გუნდში, რომელიც ერთ დროს უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა. ფეხბურთელებს 2014 წლის ივლისის შემდეგ ხელფასი არ ჰქონდათ აღებული, თუმცა იმას კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ უსახსრობის გამო მატჩი ჩაიშლებოდა.

მე ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი ვარ, ჩვენთან მოთხოვნები ნაკლებია და ჯერჯერობით ვთამაშობთ, მაგრამ რა იქნება მომავალში, რთული სათქმელია.

მიჭირს ამაზე ლაპარაკი,
მაგრამ ბაზაზე დენი გამოგვირთეს და გასახდელში ცხელი წყალი აღარ გვაქვს. ამ პირობებში რთულია, ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ "პარმა" გადარჩება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული