"რომას" ტიფოზებმა რუდი გარსიას უსტვინეს

AutoSharing Option
"რომამ" ბოლო 11 შეხვედრაში მხოლოდ 3 მოიგო და გაცილებით სუსტ მეტოქეებთან მიჯრით დაკარგა ქულები.

შედეგად, "რომა", პრაქტიკულად, ჩამოშორდა სკუდეტოსათვის ბრძოლას, მეორე ადგილი გაუხდა დასაცავი და ვერც ევროპალიგაზე გაიბრწყინა "ფეიენოორდთან" შეხვედრაში.

"ჯალოროსის" რიგით ვარჯიშზე გულშემატკივართა ერთი ჯგუფი მიიჭრა და ბოლოდროინდელი წარუმატებლობა სტვენით გააპროტესტა. ქომაგებმა რუდი გარსიას შეუტიეს, რის შემდეგაც საქმეში ფეხბურთელები ჩაერივნენ და ულტრასებთან მოლაპარაკება გამართეს. ბუნებრივია, ამან იტალიური სპორტული პრესის ინტერესი გამოიწვია, ბოლოს კი საქმეში კლუბის პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა ჩაერთო და საგანგებო კომენტარით ვითარების განმუხტვა სცადა:

"ეს აჟიოტაჟი პრესის ატეხილია,
რადგან სკანდალები სწორედ ჟურნალისტებს აწყობთ. ქომაგთა ძალიან მცირე ჯგუფმა პროტესტი გამოხატა, რაც ნორმალური პროცესია და ამისგან სკანდალის აგორება ნამდვილად არ შეიძლება.

უამრავ გულშემატკივარს ვხვდები, რომლებიც ჯანსაღად აფასებენ მოვლენებს და თვლიან, რომ ჩავარდნა ერთად უნდა დავძლიოთ. არის პერიოდები, როდესაც გუნდს ცუდად მისდის თამაში, მაგრამ ჩავარდნას ყოველთვის მოსდევს აღმასვლა. მიკვირს იმ ხალხის, ვინც გასულ სეზონში რუდი გარსიას ღმერთს უწოდებდა, დღეს კი მიწასთან ასწორებს. ფეხბურთში კრიზისს მშვიდად უნდა შეხვდე და შრომით დაძლიო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული