* "პარმას" მხარდასაჭერად, სერია A-ს 25-ე ტურის ყველა შეხვედრა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
* დღეს ტურის ცენტრალური მატჩია, "სტადიო ოლიმპიკოზე" "რომა" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.
შუა კვირაში იტალიურმა გუნდებმა ევროარენაზე გაილაღეს და შიდა ასპარეზს ამაღლებული განწყობით დაუბრუნდნენ. 25-ე ტურის ცენტრალური მატჩი დღეს გაიმართება, უქმეებზე გამართული პაექრობებიდან კი "ინტერი"-"ფიორენტინას" ჯახი უნდა გამოვარჩიოთ. თუმცა იქამდე სხვა მატჩებზე ვთქვათ...
"მილანი" ჩვეულ სტიქიაში
"მილანი" ჩვეულ სტიქიაშია, უსახურად თამაშობს და ქულებსაც კარგავს. ამჯერად, ფილიპო ინძაგის გუნდი "კიევოს" ესტუმრა და უგოლო ფილიპო ინძაგიმ ისევ 4-3-1-2 ტაქტიკა აირჩია და შეტევაში ჟერემი მენეზს მატია დესტრო შეუწყვილა, მაგრამ ამ საქმისგან არაფერი გამოვიდა - მეტად ინერტული, ნელი, მოუქნელი და სწორხაზოვანი "მილანი" ვიხილეთ, რომელსაც ინძაგის ხელში პროგრესის ნიშანწყალი არ ეტყობა. მატჩის შემდეგ ლომბარდიელთა მთავარმა მწვრთნელმა მორიგი არაადეკვატური კომენტარი გააკეთა:
"მეტოქე მთელი გუნდით იცავდა თავს და სახიფათო მომენტების შექმნა ამიტომ გაგვიჭირდა. ამასთან, გვქონდა გატანის რამდენიმე რეალური შანსი, მაგრამ გოლის შეგდება ვერ შევძელით. ხშირად ბოლო პასი გვაკლდება და მჯერა, ამ პრობლემას მოევლება.
შედეგი არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ ჭიქა ნახევრად სავსეა, რადგან ჩვენ ზედიზედ მეორე შეხვედრაში შევინახეთ კარი მშრალად. დაცვაში უკეთ ვთამაშობთ და დროა, საგოლე მომენტების რეალიზებაშიც მოვუმატოთ. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ბევრს ჰგონია".
იხილეთ ვიდეო
"ლაციომ" ისევ მოუმატა
მცირე ჩავარდნის შემდეგ "ლაციომ" ისევ მოუმატა და თუ ასე გააგრძელა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასაც შეეცდება. სტეფანო პიოლიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და მაშინ, როდესაც ფილიპ ჯორჯევიჩი არ ჰყავდა, მიროსლავ კლოზეც სათადარიგოთა სკამზე დასვა - მოკლედ, გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე დაიწყო თამაში. რომაელებმა პირველივე წუთებიდან იგდეს ხელთ უპირატესობა და კერკეტ "სასუოლოს" შანსი არ დაუტოვეს.ფელიპე ანდერსონმა ანგარიში ბრწყინვალე დარტყმით გახსნა, რასაც უკვე მეორე ნახევარში შეცვლაზე შესულმა კლოზემ მიაყოლა და სულ ბოლო აკორდი მარკო პაროლომ დასვა - 0:3. მიმდინარე სეზონში, "სასუოლო" იოლად არაფერს თმობს და სტუმართა ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება ცოტა მოულოდნელიც კი იყო.
მატჩის შემდეგ პიოლიმ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურზე არ ფიქრობს და მისი მიზანი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა.
"სამპას" მძიმე მოგება
"სამპდორია" "ატალანტას" სტუმრობდა და მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი გოლი გაუშვა, საბოლოოდ გამარჯვებული გამოვიდა. ბერგამოელი გილიერმე სტენდარდოს გოლს გენუელთაგან ლუის მურიელმა და სტეფანო ოკაკა ჩუკამ უპასუხეს.სინიშა მიხაილოვიჩი ძველ ტაქტიკას დაუბრუნდა და გუნდი 4-3-3 სქემით განალაგა, შეტევაში კი ოკაკასთან და მურიელთან ერთად, სამუელ ეტო'ო ირჯებოდა. მოკლედ, გენუელებს ერთობ მძლავრი თავდასხმა ჰყავთ, თუმცა კამერუნელ ვარსკვლავს ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლი ჯერ არ გაუტანია.
ამ გამარჯვებით, "სამპდორიამ" მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა აქტივში და აგრძელებს ბრძოლას ევროსაგზურისთვის.
"ფიორე" შეუჩერებელია
"ფიორენტინა" შესანიშნავ ფორმაშია - ფლორენციულმა გუნდმა ევროპალიგის გათამაშებიდან ლონდონის "ტოტენჰემი" ჩამოიცილა და წარმატებული სვლა გასულ უქმეებზე "ინტერთან" გასვლით შეხვედრაში გააგრძელა. მატჩი თანაბარი გამოდგა და ორივე კართან სახიფათო მომენტები დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა, თუმცა გოლი მხოლოდ ერთი გავიდა და მისი ავტორი "ვიოლას" ეგვიპტელი ახალწვეული მოჰამედ სალაჰია...მატჩის 55-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მარცხენა ფრთიდან წამოწყებულ იერიშს ჩაწოდება მოჰყვა. სამირ ჰანდანოვიჩმა თითქოს განმუხტა ვითარება, ჩაჭრა ბურთი და უკუაგდო, თუმცა იქვე სალაჰი იყო ჩასაფრებული და უძლიერესი დარტყმით გადამწყვეტი გოლი შეაგდო, 0:1. დარჩენილ წუთებში მილანელებმა სცადეს მატჩის გადარჩენა, მაგრამ მათი ყველა მცდელობა ამაო გამოდგა.
მატჩის შემდეგ ვინჩენცო მონტელამ მადლობა გადაუხადა შეგირდებს გარჯისთვის და განაცხადა, რომ მისი გუნდი ოპტიმალურ ფორმაში შედის. "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელის თქმით, ასეც ჰქონდათ გათვლილი და მოხარულია, რომ სეზონის დასკვნით მონაკვეთს ფეხბურთელები ოპტიმალურ კონდიციაში ხვდებიან.
რაც შეეხება რობერტო მანჩინის, მისი თქმით, უფრო ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა, მაგრამ იმ დღეს საფეხბურთო ფორტუნა სტუმართა მხარეს იყო. მანჩინიმ დასძინა, რომ მის გუნდს სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს.
იტალია. სერია A. XXV ტური
28 თებერვალი
კიევო-მილანი 0:0
კიევო (4-4-2): ბიძარი - მატიელო, ცეზარი, დაინელი, ზუკანოვიჩი - ისკო, სკელოტო, ჰეტემაი, ბირსა (82. რადოვანოვიჩი) - მეჯორინი (76. ფეტფატციდისი), პელისიერი (69. პალოსკი)
მილანი (4-3-1-2): დიეგო ლოპესი - ბონერა, ალექსი, ბოკეტი, ანტონელი - პოლი, დე იონგი (78. ჩერჩი), მონტოლივო (46. ჰონდა) - ბონავენტურა - მენეზი, დესტრო (65. პაცინი)
გაფრთხილება: მეჯორინი - ალექსი, ანტონელი, მენეზი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 5-4 (4-1); ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 15 000
1-ლი მარტი
კალიარი-ვერონა 1:2
გოლები: 0:1 ტონი (9), 0:2 ტალები (56), 1:2 კონტი (90)
კალიარი (4-3-2-1): ბრკიჩი - გონსალესი (46. ფარიასი), როსეტინი, დიაკიტე, მურუ - დესენა (62. კოპი), დონსა (13. ჟოაო პედრო), კონტი - მპოკუ, ეკდალი - ლონგო
ვერონა (4-3-3): ბენუსი - პიზანო, მორასი, მარკესი, აგოსტინი - იონიცა (89. ობადი), პანაიოტისი, ალფრედსონი - იანკოვიჩი (56. ტალები), სალა (72. გრეკო), ტონი
გაფრთხილება: მურუ, კონტი, ჟოაო პედრო - პიზანო, ტალები, გრეკო
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 16-5 (5-2); ბურთის ფლობა: 70%-30%
მაყურებელი: 10 000
ატალანტა-სამპდორია 1:2
გოლები: 1:0 სტენდარდო (16), 1:1 მურიელი (68), 1:2 ოკაკა (81)
ატალანტა (4-4-1-1): სპორტიელო - ბელინი, სტენდარდო, ბენალუანი, დრამე - ემანუელსონი, კარმონა, ჩიგარინი, გომესი (82. დალესანდრო) - ბაზელი (73. ბოაკე) - პინილია (65. დენისი)
სამპდორია (4-3-3): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, რომანიოლი, რეჯინი - ასკუა, პალომბო, დუნკანი (90. მესბა) - მურიელი (78. კორეა), ეტოო, ოკაკა
გაფრთხილება: სტენდარდო, დალესანდრო - რეჯინი, ვივიანო, ოკაკა, ეტოო
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 18-19; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 9-16 (3-6); ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 20 000
ჩეზენა-უდინეზე 1:0
გოლი: 1:0 ალეჰანდრო (76)
ჩეზენა (4-3-1-2): ლეალი - პერიკო, კაპელი, კრაინჩი, მაგნუსონი - ჯარბონერი, დე ფეუდისი (79. კაშონე), მუდინგაი (89. ნიცა) - ბრიენცა - ჯურიჩი, დეფრელი (67. როდრიგესი)
უდინეზე (3-5-1-1): კარნეზისი - ერტო (78. ფერნანდესი), დანილო, ვაგუე - ვიდმერი, ალანი, გილიერმე (71. კონე), ბადუ (84. პერიკა), პასკუალე - ტერო, დი ნატალე
გაფრთხილება: კაპელი, მაგნუსონი, მუდინგაი - ერტო. დანილო, პერიკა
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 12-10 (2-2); ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 15 000
პალერმო-ემპოლი 0:0
პალერმო (3-5-1-1): სორენტინო - ვიტიელო, გონსალესი (61. ტერცი), ანდელკოვიჩი - რიგონი, მორგანელა (36. რისპოლი - 69. ბელოტი), მატო, დაპრელა, ჩოჩევი - ვასკესი - დიბალა
ემპოლი (4-3-1-2): სეპე - უსაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი - ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე - საპონარა (66. ვერდი) - მაკარონე (83. მჭედლიძე), ტავანო (74. ზელინსკი)
გაფრთხილება: რისპოლი, დიბალა, დაპრელა - უსაი, ვესინო, ზელინსკი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 9-5; კარში დარტყმა: 11-11 (3-3); ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 17 000
სასუოლო-ლაციო 0:3
გოლები: 0:1 ანდერსონი (45), 0:2 კლოზე (70), 0:3 პაროლო (77)
სასუოლო (3-4-3): კონსილი - გაცოლა, ბიანკო (62. ბრიგი), აჩერბი - ბიონდინი, ტაიდერი (80. ფლოკარი), მისიროლი, ლონგი - სანსონე (74. ლაზარევიჩი), ბერარდი, ძაძა
ლაციო (4-3-3): მარკეტი - კავანდა, დე ვრი, მაურისიო, რადუ - კატალდი, ბილია (80. ლედესმა), პაროლო - ანდერსონი, კეიტა (74. კანდრევა), მაური (66. კლოზე)
გაფრთხილება: გაცოლა, ბიანკო, ლონგი, ტაიდერი - პაროლო, კეიტა
კუთხური: 0-3; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 1-7; კარში დარტყმა: 9-16 (4-6); ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 15 000
ჯენოა-პარმა გადაიდო
ინტერი-ფიორენტინა 0:1
გოლი: 0:1 სალაჰი (55)
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, ჟუანი, ვიდიჩი, სანტონი (78. დამბროზიო) - გუარინი, მედელი, ბროზოვიჩი - კოვაჩიჩი (74. პალასიო) - პოდოლსკი (66. შაქირი), იკარდი
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი, პასკუალი - კურტიჩი, აკვილანი (81. ვარგასი), ბადელი - დიამანტი (72. ხოაკინი), ილიჩიჩი, ბაბაქარი (43. სალაჰი)
გაფრთხილება: ვიდიჩი, ჟუანი, ბროზოვიჩი - აკვილანი, დიამანტი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 8-6(5-5); ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 55 000
ტორინო-ნაპოლი 1:0
გოლი: 1:0 გლიკი (68)
ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი, ელ ქადური (90. ბაშა), ვივესი, ფარნერუდი, დარმიანი - მარტინესი (60. ლოპესი), კვალიარელა (90. ამაური)
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მაჯო (83. საპატა), ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი - დავიდ ლოპესი, გარგანო (73. ინლერი) - დე გუზმანი, ჰამშიკი (62. გაბიადინი), კალეხონი - იგუაინი
გაფრთხილება: ელ ქადური, კვალიარელა - კულიბალი, მაჯო, გარგანო
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 12-10; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 9-12(4-3); ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 20 000
2 მარტი
რომა-იუვენტუსი 23:45
შენიშვნა: პარმა -1 ქულა
ბომბარდირები: 14 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 12 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), ჟერემი მენეზი (მილანი), პაულო დიბალა (პალერმო)
მომდევნო ტური
7 მარტი:
სამპდორია-კალიარი, მილანი-ვერონა
8 მარტი:
ჩეზენა-პალერმო, პარმა-ატალანტა, ემპოლი-ჯენოა, კიევო-რომა, უდინეზე-ტორინო, ნაპოლი-ინტერი
9 მარტი:
ლაციო-ფიორენტინა, იუვენტუსი-სასუოლო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"