ლუკას პოდოლსკიმ კუთხური საშინლად მოაწოდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მილანის "ინტერსა" და "ფიორენტინას" შორის იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში კურიოზი დაფიქსირდა.

მილანელთა ფეხბურთელმა ლუკას პოდოლსკიმ კუთხური უცნაურად მოაწოდა და შედეგად, "ფიორენტინამ" კონტრშეტევის წამოწყება შეძლო.

შეგახსენებთ, რომ "ინტერი" "ფიორენტინასთან" შინ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ერთადერთი გოლის ავტორი მოჰამედ სალაჰი გახდა.

"ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ პოდოლსკით უკმაყოფილება ვერ დამალა.

"შაქირი ევროპის ლიგაზე თამაშობდა და მას დასვენების საშუალება მივეცი. პოდოლსკის მეტი მოეთხოვება. ამჟამად ის ვერ აჩვენებს იმას, რასაც მისგან ელიან. იმედია, ის გვიჩვენებს, რა შეუძლია. ვნანობ, რომ ძირითადში შაქირი არ დავაყენე", -
თქვა მანჩინიმ Sky Sport Italia-სთან საუბარში.

მილანის "ინტერი" 25-ე ტურის შემდეგ 35 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.

ასევე იხილეთ:
სერია A. XXV ტური: ჟურნალი ვნახეთ, კინო წინ გველოდება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული