"ფიორენტინას" ხუმა ბაბაქარი სამი კვირით დააკლდება

AutoSharing Option
შესანიშნავ ფორმაში მყოფ "ფიორენტინას" ერთი ცუდი ამბავი შეემთხვა - "ინტერთან" პაექრობისას ხუმა ბაბაქარი დაშავდა, რომელსაც დაახლოებით სამი კვირა გაუცდება.

21 წლის თავდამსხმელმა მყესი დაიზიანა და როგორც ექიმებმა განაცხადეს, გაცილებით მძიმე ტრავმას გადაურჩა. ამ თემაზე მოკლე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა:

"მძიმე ტრავმას გადავურჩი, მაგრამ სამი კვირის გამოტოვება მაინც მომიწევს, რასაც ძალიან განვიცდი. მით უმეტეს, წინ უმნიშვნელოვანესი პაექრობებია, მათ შორის, იტალიის თასის ნახევარფინალში "იუვენტუსთან" და სერია A-ში "ლაციოსთან" და "მილანთან". ასეთი მატჩების გამოტოვება ნამდვილი ტრაგედიაა, მაგრამ დროს უკან ვერ დავაბრუნებ".

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
არაუჭირს ეგ ფიორეში მეორე ხარისხოვანი ფეხბურთელია, მთავარი გუარდადოს ხურდაში მიღებული სალაჰი ფორმაშია და უგოლოდ თამაშს არ ტოვებს.
ფორცა ფიორენტინა.
fiore
17:45 04-03-2015
0

სიახლეები პოპულარული