სერია A. XXVI ტურის წინ: "სან პაოლოზე" და "ოლიმპიკოზე"

AutoSharing Option
26-ე ტურში არაერთი საინტერესო მატჩი გაიმართება, თუმცა ორი მაინც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. "სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლი" "ინტერს" უმასპინძლებს, ხოლო "სტადიო ოლიმპიკოზე" "ლაციო" "ფიორენტინას" დაუხვდება. სწორედ ამ ორ პაექრობაზე გამავახვილებთ ყურადღებას...

ნეაპოლში დიდი ჯახია
როდესაც "ნაპოლი" "ინტერს" მასპინძლობს, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამიტომ, მოახლოებული პაექრობა ყურადღების ცენტრშია მოქცეული. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით, "ლაციო"-"ფიორენტინა" კიდევ უფრო დამაინტრიგებლად მოსჩანს, უფრო მეტ ყურადღებას მაინც ნეაპოლური ჯახი იპყრობს.

"ნაპოლის" მიზანი მეორე ადგილის დაკავებაა და მხოლოდ სამი ქულა აძლევს ხელს - თავის მხრივ, "ინტერსაც" სურს
ევროსაგზურის მოპოვება და შეცდომის დაშვების უფლება პრაქტიკულად აღარ აქვს. მით უმეტეს, მილანელებმა წინა ტურში "ფიორენტინასთან" წააგეს და სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე.

რაფაელ ბენიტესი ტრადიციულ ტაქტიკას აირჩევს და შეტევაში კვარტეტს გაამწესებს: წინა ხაზზე გონსალო იგუაინი გაირჯება, სიღრმიდან კი მას ხოსე კალეხონი, ჯონათან დე გუზმანი და მარეკ ჰამშიკი დაეხმარებიან.

თადარიგში მოიაზრება მანოლო გაბიადინი, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობს. არც რობერტო მანჩინი უღალატებს ნაცად ტაქტიკას და თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, შეტევაში როდრიგო პალასიოს და მაურო იკარდის გაამწესებს. გამთამაშებლად ჯერდან შაჩირი მოიაზრება და არა მატეო კოვაჩიჩი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ორივე გუნდს მოგება სჭირდება, მწვრთნელები შემტევ ფეხბურთს გვპირდებიან და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ამ მეტად საინტერესო პაექრობას...

სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი (4-2-3-1): ანდუხარი - მაჯო, კულიბალი, ალბიოლი, გულამი - გარგანო, ინლერი - კალეხონი, ჰამშიკი, დე გუზმანი - იგუაინი
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, რანოკია, ჟუანი, სანტონი - გუარინი, მედელი, ბროზოვიჩი - შაჩირი - პალასიო, იკარდი

თამაში ექვსი ქულისთვის
ჩახედეთ სატურნირო ცხრილს და ნახეთ თუ, რაოდენ მნიშვნელოვანია "ლაციო"-"ფიორენტინას" დაპირისპირება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სასწორზე 6 ქულა დევს, რადგან ორივე გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.

გამარჯვებული "ნაპოლის" მთავარ კონკურენტად იქცევა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, დამარცხებულს კი ევროპალიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდები წამოეწევიან და იმათ მარაქაში გაერევა. მოკლედ, რომში ჩამოცხება და გუნდები სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეასკდებიან ერთმანეთს.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, სტეფანო პიოლი ახალ ტაქტიკას გამოცდის და გუნდს 4-2-3-1 სქემით ათამაშებს. წინა ხაზზე მიროსლავ კლოზე გაირჯება, უკნიდან კი მას ანტონიო კანდრევა, სტეფანო მაური და ფელიპე ანდერსონი მიეხმარებიან. საყრდენ ხაზს გამოცდილი ლუკას ბილია და ახალგაზრდა დანილო კატალდი გაამაგრებენ. საინტერესოა, გამართლდება თუ არა "გაძეტას" პროგნოზი და თუ გამართლდა, რამდენად წაადგება ეს ტაქტიკა "ლაციოს".

"ფიორენტინა" შესანიშნავ ფორმაშია და რომში პირველ ნომრად შეეცდება თამაშს. ვინჩენცო მონტელა 4-3-3 ტაქტიკას ამზადებს, შეტევის წინა ხაზზე კი ალბათ ალესანდრო დიამანტის, მოჰამედ სალაჰს და იოსიპ ილიჩიჩს ვიხილავთ.

ხუმა ბაბაქარი ტრავმირებულია და განაცხადშიც არ იქნება, მარიო გომესს კი მიკროტრავმა ჰქონდა და სავარაუდოდ, სათადარიგოთა სკამზე იქნება. "სტადიო ოლიმპიკოზე" წესით, კარგი ბურთაობა უნდა გაჩაღდეს და ამასვე გვპირდებიან მწვრთნელ-ფეხბურთელები...

სერია A. XXVI ტური
შაბათი. 7 მარტი
სამპდორია-კალიარი 21.00
დისკვალიფიკაცია: კონტი, ჟოაო პედრო (კალიარი)
ტრავმა: დე ვიტისი, რიცო, მუნიოსი - ბალცანო, საუ
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +12=15-14, (54-52)

მილანი-ვერონა 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: საპატა, აბატე, დე შილიო, ელ შაარავი, აგაცი, არმერო, მასტური, ძაკარდო, რამი, ალბერტაცი, მონტოლივო, დე იონგი - ვალოტი, სავიოლა
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +6=3-2, (19-13)

კვირა. 8 მარტი
ჩეზენა-პალერმო 15.30
დისკვალიფიკაცია: კაპელი - რისპოლი
ტრავმა: კაცოლა, მარილუნგო, ტაბანელი, ზე ედუარდო - ბოლცონი, მორგანელა, ლაზაარი, გონსალესი
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +1=3-3, (8-10)

კიევო-რომა 18.00
დისკვალიფიკაცია: ტოროსიდისი, იანგა-მბივა (რომა)
ტრავმა: სტროტმანი, ბალცარეტი, კასტანი, იბარბო, ლობონტი, მაიკონი (რომა)
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 1-5-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +3=9-13, (15-42)

ემპოლი-ჯენოა 18.00
დისკვალიფიკაცია: უსაი (ემპოლი)
ტრავმა: გუარენტე - ტინო კოშტა
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +6=6-2, (16-12)

პარმა-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: სტენდარდო (პარმა)
ტრავმა: ბიაბიანი, ჰარასლინი, ფედალი, პალადინო - ესტიგარიბია, რაიმონდი, მორალესი, ბიავა, ძაპაკოსტა
ბოლო 6 შეხვედრა
0-1-5 1-0-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 29 თამაში: +12=9-8, (41-33)

უდინეზე-ტორინო 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გეიხო, დომიცი - გონსალესი, მაზიელო
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +9=5-7, (19-19)

ნაპოლი-ინტერი 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ცუნიგა, მიჩუ, ინსინიე - ნაგატომო, ჯონათანი
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 3-0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +11=6-13, (34-38)

ორშაბათი. 9 მარტი
ლაციო-ფიორენტინა 22.00
დისკვალიფიკაცია: პაროლო - აკვილანი
ტრავმა: პერეირინია, ჯენტილეტი, ლულიჩი, ჯორჯევიჩი, ტუნკარა, კონკო, ცანა, სიანი - ტატარუშანუ, როსი, ბერნარდესკი, ბაბაქარი, სავიჩი, ტომოვიჩი
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 3-3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +22=8-10, (64-36)

იუვენტუსი-სასუოლო 00.00
დისკვალიფიკაცია: გაცოლა (სასუოლო)
ტრავმა: ასამოა, რომულო, მარონე, პირლო, სტურარო - პეგოლო, ტერანოვა, ვრსალკო, პელუზო, ანტეი, კანავარო, პომინი
ბოლო 6 შეხვედრა
3-3-0 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +2=1-0, (8-2)

ბომბარდირები: 15 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 14 - მაურო იკარდი (ინტერი); 12 - გონსალო იგუაინი (არგენტინა), ჟერემი მენეზი (მილანი), პაულო დიბალა (პალერმო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული