სილვიო ბერლუსკონი "მილანის" აქციების გაყიდვას დათანმდა

AutoSharing Option
"მილანის" ამჟამინდელმა პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ კლუბის აქციათა 30 პროცენტის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა.

მყიდველი კი ტაილანდელი მილიარდერი ბი ტეჩაუბოლია, რომელიც კლუბს საბოლოოდ 4-5 წლის განმავლობაში გამოისყიდის.

La Gazzetta dello Sport-ს ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრა 5 მარტს შედგა. მოლაპარაკებები რამდენი თვე გრძელდებოდა. 30 პროცენტის სანაცვლოდ ტეჩაუბოლი 250 მილიონ ევროს გადაიხდის.

ტაილანდელი ბიზნესმენი აპირებს ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობეზე ბარბარბა ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი დატოვოს. გარდა ამისა ცნობილია, რომ ტეჩაუბოლის გუნდის თავკაცად ვინჩენცო მონტელას მიწვევა სურს, რომელიც ამჟამად "ფიორენტინას" წვრთნის.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "მილანის" მთავარი
მწვრთნელი ფილიპო ინძაგია. 25 ტურის შემდეგ "მილანი" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგრე რა
გოგა ჯავახია muxiaaneli
17:32 08-03-2015
0
არ დათანხმდებოდა და მისი აჯობებდა
დიტო
16:53 08-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული