სტეფან ელ შაარავი იმედოვნებს, რომ ტრავმას დაგეგმილ ვადაში მოიშუშებს

AutoSharing Option
სტეფან ელ შაარავი იანვრის ბოლოს რომის "ლაციოსთან" შეხვედრისას დაშავდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

"მილანის" 22 წლის თავდამსხმელს იმედი აქვს, რომ ტრავმას დაგეგმილ ვადაში მოიშუშებს და მოედანს 19 აპრილს, მილანურ დერბიში დაუბრუნდება:

"ორ დღეში ექიმს უნდა გავესინჯო და თუ ყველაფერი კარგად იქნა, თაბაშირს მომხსნიან. ერთი სული მაქვს, როდის გამოვჯანმრთელდები და როდის დავუბრუნდები მოედანს. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო პერიოდი კარგად მიდის და თუ რაიმე არ შეიცვალა, 19 აპრილს, მილანურ დერბიში დავბრუნდები.

იმედი მაქვს, იმ დროისთვის "მილანს" ევროსაგზურის მოპოვების შანსი ექნება და
გადამწყვეტ მომენტში გუნდის დახმარებას შევძლებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული