სერია A. XXVII ტურის წინ: ბრძოლა ევროსაგზურებისთვის

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მორიგი ტური ისევ სამ დღეზეა გაწერილი და ისევ ყველაზე საინტერესო მატჩები ორშაბათს გაიმართება.

სხვა შემთხვევაში, ტურის ცენტრალურ მატჩად "ფიორენტინა"-"მილანის" დაპირისპირებას შევრაცხავდით, მაგრამ სატურნირო ცხრილით თუ ვიმსჯელებთ, ყველაზე გამორჩეული პაექრობა მაინც "სტადიო ოლიმპიკოზე" შედგება, სადაც "რომა" "სამპდორიას" უმასპინძლებს.

გარსია: ნავსი უნდა გავტეხოთ!
"რომა" ფრეს ფრეზე თამაშობს და შედეგად გამოეთიშა კიდეც საჩემპიონო რბოლას. რუდი გარსიას გუნდის მიზანი მეორე ადგილის შენარჩუნებაა, მაგრამ თუ ასე გააგრძელა თამაში, შესაძლოა, სულაც სამეული დატოვოს. დიახ, "ლაციო" და "ნაპოლი" ახლოს არიან და იოლად არაფერს დათმობენ.

რუდი გარსიამ ჯერ კიდევ "კიევოსთან" ფრის შემდეგ განაცხადა, რომ ნავსი მომდევნო ტურში, "სამპდორიასთან" საშინაო შეხვედრაში უნდა გატეხოს. "ჯალორისის" სამი ქულა და ზოგადად გამარჯვება ჰაერივით სჭირდება.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, დედაქალაქელებს შეტევაში შემდეგი სამეული ეყოლებათ: ხუან იტურბე, ჟერვინიო და ადემ ლიაიჩი. ფრანჩესკო ტოტი თადარიგში დარჩება, სეიდუ დუმბიას კი ისევ ტრავმა აქვს.

"სამპდორიას" არანაკლებ სახიფათო თავდასხმა ჰყავს ლუის მურიელის, ედერის და სამუელ ეტოოს შემადგენლობით. სინიშა მიხაილოვიჩი გვპირდება, რომ მისი გუნდი პირველ ნომრად შეეცდება თამაშს და წესით, საინტერესო ბურთაობა უნდა გაჩაღდეს.

სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): დე სანკტისი - ტოროსიდისი, მანოლასი, ასტორი, კოული - კეიტა, დე როსი, პიანიჩი - იტურბე, ლიაიჩი, ჟერვინიო
სამპდორია (4-3-3): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, რომანიოლი, რეჯინი - სორიანო, პალომბო, ობიანგი - მურიელი, ეტოო, ედერი

ტურს ლიდერი ხსნის
ტურის პირველი შეხვედრა სიცილიაზე შედგება, სადაც "პალერმო" ლიდერ "იუვენტუსს" უმასპინძლებს. შუა კვირაში, ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი აქვთ ჩასატარებული და არის ეჭვი, რომ მასიმილიანო ალეგრი კუნძულელებს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდება.

მაგალითად, შეტევაში ფერნანდო ლორენტეს და კინგსლი კომანის ტანდემს ვიხილავთ, კარლოს ტევესი და ალვარო მორატა კი თადარიგში დარჩებიან. დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ დორტმუნდში ძირითადში სწორედ ტევესს და მორატას ვიხილავთ.

პოლ პოგბა დისკვალიფიცირებულია და მასაც გამოსდის დასვენება, შუახაზს კი არტურო ვიდალი, კლაუდიო მარკიზიო, რობერტო პერეირა და სტეფანო სტურარო გაამაგრებენ. ტურინელებს მდევართან დიდი ფორა აქვთ, ალბათ ნახევარი ძალით ითამაშებენ და ვნახოთ, საკმარისი იქნება თუ არა ეს სამი ქულის მოსაპოვებლად.

როცა მილანი აუტსაიდერია
კიდევ ერთი საინტერესო მატჩი ფლორენციაში გაიმართება, სადაც "ფიორენტინა" "მილანს" უმასპინძლებს.

"როსონერი" ღრმა კრიზისშია და შესაბამისად, ფავორიტად ვინჩენცო მონტელას გუნდი მოჩანს. მით უმეტეს, ფლორენციელებმა "ლაციოსთან" გასვლით პაექრობაში შეირცხვინეს თავიო და საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე.

"გაძეტას" პროგნოზით, "ფიორენტინა" ალესანდრო დიამანტის, იოსიპ ილიჩიჩის და მოჰამედ სალაჰის ტრიოთი შეუტევს, საყრდენ ხაზს კი დავიდ პისარო, ბორხა ვალერო და მატი ფერნანდესი გაამაგრებენ.

ფილიპო ინძაგი ისევ ძიებაშია, ამჯერად ორი გამოკვეთილი თავდამსხმელით ითამაშებს და მათ უკან გამთამაშებელს გაამწესებს - ჟერემი მენეზი ალესიო ჩერჩის და მატია დესტროს პასებით მომარაგებას შეეცდება. ვნახოთ, როგორ წარიმართება ფლორენციული პაექრობა...

სერია A. XXVII ტური
შაბათი. 14 მარტი
პალერმო-იუვენტუსი 21.00
დისკვალიფიკაცია: პოგბა (იუვენტუსი)
ტრავმა: გონსალესი, მორგანელა - ასამოა, რომულო, მარონე, პირლო, კასერესი
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 3-3-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +7=1-9, (18-26)

კალიარი-ემპოლი 23.45
დისკვალიფიკაცია: აველარი, ცეზარი - ვალდიფიორი
ტრავმა: ბალცანო, დონსა, ეკდალი - გუარენტე, ტავანო
ბოლო 6 შეხვედრა
0-1-5 2-4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +5=1-7, (25-20)

კვირა. 15 მარტი
ატალანტა-უდინეზე 18.00
დისკვალიფიკაცია: დალესანდრო (ატალანტა)
ტრავმა: ესტიგარიბია, რაიმონდი, ბიავა, ძაპაკოსტა - დომიცი, პასკუალე, პირისი
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 თამაში: +10=11-14, (34-42)

ჯენოა-კიევო 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტინო კოშტა, არიაუდო - მატიელო
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +7=4-10, (22-27)

სასუოლო-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პეგოლო, ტერანოვა, ანტეი, კანავარო - ბიაბიანი, ჰარასლინი
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +1=2-2, (7-8)

ვერონა-ნაპოლი 21.00
დისკვალიფიკაცია: კონკო - ენრიკე
ტრავმა: ვალოტი, მარკესი, მარკეში - მიჩუ, ინსინიე, ბრიტოსი, გარგანო
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 3-1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +3=5-7, (14-27)

ინტერი-ჩეზენა 23.45
დისკვალიფიკაცია: ჟუანი (ინტერი)
ტრავმა: ნაგატომო, ჯონათანი - კაცოლა, მარილუნგო, ტაბანელი, ზე ედუარდო, ვალძანია, რენძეტი
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +5=0-0, (9-4)

ორშაბათი. 16 მარტი
ფიორენტინა-მილანი 22.00
დისკვალიფიკაცია: ტომოვიჩი - პოლი
ტრავმა: ტატარუშანუ, როსი, ბერნარდესკი, ბაბაქარი, გომესი - საპატა, დე შილიო, ელ შაარავი, აგაცი, არმერო, მასტური, ძაკარდო, რამი, მონტოლივო, დე იონგი
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +12=10-16, (46-54)

ტორინო-ლაციო 22.00
დისკვალიფიკაცია: კანდრევა (ლაციო)
ტრავმა: გონსალესი, მაზიელო - პერეირინია, ჯენტილეტი, ლულიჩი, ჯორჯევიჩი, ტუნკარა, კონკო
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 4-0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +6=9-11, (26-41)

რომა-სამპდორია 00.00
დისკვალიფიკაცია: ნაინგოლანი - ასკუა
ტრავმა: სტროტმანი, ბალცარეტი, კასტანი, იბარბო, ლობონტი, მაიკონი, დუმბია - დე ვიტისი, რიცო, მუნიოსი
ბოლო 6 შეხვედრა
1-5-0 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 თამაში: +17=11-8, (54-34)

შენიშვნა: პარმა - 1 ქულა

ბომბარდირები:
15 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 13 - ჟერემი მენეზი (მილანი), გონსალო იგუაინი (არგენტინა); 13 - პაულო დიბალა (პალერმო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული