"მილანი" იტალიის ჩემპიონატში ცხრილის შუაგულში იმყოფება. მათი თამაშიდან გამომდინარე, ეს არცაა გასაკვირი. "როსონერი" მიმდინარე სეზონში ძალიან არასტაბილურია. ხმები კი გუნდის მთავარი მწვრთნელის,
ფილიპო ინძაგის წასვლის შესახებ უკვე არაერთხელ გავრცელდა. ყველაფერ ამაზე კომენტარი "მილანის" მარჯვენა მცველმა
იგნასიო აბატემ გააკეთა. ფეხბურთელმა მთავარ მწვრთნელს გვერდში დგომა აღუთქვა. მიუხედავად მილანურ გრანდში ბოლო დროს შექმნილი სირთულეებისა, ის მდგომარეობის გამოსწორების იმედს არ კარგავს და მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.
"მთელი გუნდი ფილიპო ინძაგის გვერდში ვდგავ
ართ. მასთან ძალიან ახლოს ვართ, რადგანაც ყოველთვის მხარს გვიჭერს და გვეხმარება. მართალია, საუკეთესო სეზონი არ გვქონია, მაგრამ ჩვენ "მილანი" ვართ.
კარგი თამაშებიც გვქონდა. მაგალითად, სერია A-ს ისეთი გრანდების წინააღმდეგ ავიღეთ ქულები, როგორებიც "ნაპოლი" და "რომა" არიან.
ევროპალიგის საგზურისთვის ვაპირებთ ბრძოლას და 16 მარტს ფლორენციაში, "ფიორენტინასთან" მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ძალიან რთული შეხვედრა გველის, მაგრამ იმის თქმა, რომ "მილანს" ამ თამაშში 3 ქულის აღების შანსი არ აქვს, სწორად არ მიმაჩნია", - უთხრა აბატემ Milan Channel-ს.