მოკლედ, მანენტიმ კარგი გეგმები დასახა, მაგრამ დრო გადიოდა და ფული არ ჩანდა - შედეგად, "პარმამ" უსახსრობის გამო სერია A-ს ორი მატჩი გამოტოვა და სატურნირო ცხრილში ჯარიმის სახით კიდევ ორი ქულა დააკლდა.
"პარმას" "ლეგა კალჩო" დაეხმარა და 5 მილიონი ევრო გამოუყო, რაც სეზონის ჩამთავრებისთვის იყო საჭირო, მანენტი კი,
ეს ამბავი გუშინ მოხდა. მანენტი საკუთარ სახლში აიყვანეს, მიზეზი კი ფინანსური მაქინაციებია, კერძოდ, ფულის უკანონოდ მითვისება და გამოძალვა.
ჯერ უცნობია, დაკავება მხოლოდ მის საფეხბურთო საქმიანობას უკავშირდება თუ სხვა მიზეზებიც არსებობს. იტალიური პრესის ინფორმაციით, "პარმას" მდგომარეობა კიდევ უფრო ბუნდოვანია და ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ჩაამთავრებს თუ არა გუნდი მიმდინარე სეზონს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"