სერია A. XXVIII ტურის წინ: ვის დაუცდება ფეხი?

AutoSharing Option
ევრობატალიების შემდეგ, იტალიური გუნდები სერია A-ს უბრუნდებიან, სადაც ასევე საინტერესო პაექრობები შედგება. გრანდთა დაპირისპირებას ვერ ვიხილავთ, მაგრამ ჩემპიონატი დასკვნით ფაზაშია და თითოეულ თამაშს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ალეგრის როტაცია
"იუვენტუსი" "ჯენოას" უმასპინძლებს და, როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტები ვარაუდობენ, მასიმილიანო ალეგრი გენუურ გუნდს გადახალისებულ შემადგენლობას დაუპირისპირებს.

ჩემპიონთა ლიგის პაექრობის შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელს ალბათ დასვენების საშუალება მიეცემა და მათ შორის შესაძლოა, კარლოს ტევესიც იყოს. ამასთან, ალვარო მორატა დისკვალიფიცირებულია და თუ ალეგრიმ კარლიტოც დაასვენა, ძირითადში ფერნანდო ლორენტეს და ალესანდრო მატრის ვიხილავთ.

სარისკოა, მაგრამ მეორე მხრივ,
ტურინელებს სატურნირო ცხრილში დიდი ფორა აქვთ და ხანდახან სარეზერვოებსაც უნდა მიეცეთ თავის გამოჩენის საშუალება. თუმცა, ეს მაინც ჟურნალისტთა ვარაუდია და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ალეგრი, ეს მატჩის დღეს გაცხადდება.

"იუვენტუსი" "ჯენოასთან" მატჩს შესანიშნავ განწყობაზე ხვდება, "ბორუსიას" განადგურების შემდეგ, ალეგრის გუნდი სერია A-ში ლიდერის პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცებას და ამასთან, გენუელებთან ვენდეტას აღებას შეეცდება - პირველ წრეში, ამ გუნდების პაექრობა სწორედ "ჯენოამ" მოიგო და მიმდინარე ჩემპიონატში ეს "იუვეს" ერთადერთი მარცხია.

მიხაილოვიჩი VS მანჩინი
საინტერესო მატჩი შედგება გენუაში, სადაც "სამპდორია" "ინტერს" უმასპინძლებს. მილანელებს დაჩემებული აქვთ, რომ ჯერ კიდევ იბრძვიან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. აი, გენუელებს კი სატურნირო ცხრილის მიხედვით, მართლა შეუძლიათ სამეულში შეღწევა.

"სამპას" მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი ძველი "ინტერისტაა" და ეს მის კომენტარშიც ჩანს: "წინ ურთულესი მატჩია, ჩვენი მიზანი კი მხოლოდ გამარჯვებაა. "ინტერის" წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული ემოციაა, რადგან დღემდე ამ გუნდის გულშემატკივრად ვრჩები".

"სამპდორია" სამი ფორვარდით შეუტევს - ფლანგებზე სამუელ ეტოო და მარტინს ედერი იმოქმედებენ, ცენტრში კი სტეფანო ოკაკა.

"ნერაძურის" თავკაცი რობერტო მანჩინი ისევ 4-3-1-2 სქემას აარჩევს, გამთამაშებლად მატეო კოვაჩიჩს გაამწესებს, წინ კი როდრიგო პალასიო და მაურო იკარდი გაირჯებიან. საგულისხმოა, რომ მიხაილოვიჩის მსგავსად, მანჩინიც საყვარელ გუნდს დაუპირისპირდება - საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი რობერტოს სწორედ "სამპდორიაში" აქვს გატარებული.

საგულისხმოა ისიც, რომ 2006-2008 წლებში სინიშა მიხაილოვიჩი "ინტერში" მუშაობდა მწვრთნელად და სწორედ რობერტო მანჩინის თანაშემწე იყო. მოკლედ, გენუაში შეგირდი მასწავლებელს დაუპირისპირდება.

სავარაუდო შემადგენლობები
სამპდორია (4-3-3): ვივიანო - დე სილვესტრი, სილვესტრი, რომანიოლი, რეჯინი - სორიანო, პალომბო, ობიანგი - ედერი, ეტოო, ოკაკა
ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი - სანტონი, რანოკია, ჟუანი, დამბროზიო - გუარინი, მედელი, ბროზოვიჩი - კოვაჩიჩი - პალასიო, იკარდი

ვინ დაკარგავს ქულებს?
"ლაციო" "ვერონას" უმასპინძლებს, "ნაპოლი" "ატალანტას" მიიღებს, ხოლო "რომა" "ჩეზენას" ესტუმრება. ანუ, სატურნირო ცხრილში მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფი გუნდები აუტსაიდერებს დაუპირისპირდებიან და წესით, სამ-სამი ქულა უნდა მოიპოვონ, მაგრამ იტალიაში რომ ასე მარტივად არ ხდება, ყველამ კარგად ვიცით.

თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს და თუ რომელიმე გუნდს ფეხი დაუცდება, ეს ცხრილზეც მყისვე აისახება.

"რომას" და "ნაპოლის" ჩავარდნა აქვთ, ამ უქმეებზე კი ნავსის გატეხვას შეეცდებიან, აი, "ლაციომ" კი კარგი ტემპი აკრიფა და როგორც გუნდის პრეზიდენტი კლადიო ლოტიტო გვპირდება, ეს მხოლოდ დასაწყისია.

შედარებით, ფრთხილია მწვრთნელი სტეფანო პიოლი და აცხადებს, რომ მის გუნდს "ვერონასთან" რთული მატჩი ელის. ვენეტოელებს ლუკა ტონი ჰყავთ ფორმაში, იქით ფელიპე ანდერსონი, მიროსლავ კლოზე და ანტონიო კანდრევა ბრწყინავენ.

P.S. "პარმა" ოფიციალურად გაკოტრდა და ამიერიდან ამ გუნდის გამოსვლა ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

სერია A. XXVIII ტური
შაბათი. 21 მარტი
კიევო-პალერმო 21:00
დისკვალიფიკაცია: ჰეტემაი (კიევო)
ტრავმა: მატიელო, ბოტა, ჰეტემაი - გონსალესი, მორგანელა
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 თამაში: +5=7-6, (20-25)

მილანი-კალიარი 23:45
დისკვალიფიკაცია: ბალცანო (კალიარი)
ტრავმა: საპატა, დე შილიო, ელ შაარავი, აგაცი, არმერო, მასტური, ძაკარდო, რამი, მონტოლივო - კაპუანო
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 33 თამაში: +21=10-2, (55-26)

კვირა. 22 მარტი
ემპოლი-სასუოლო 15:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გუარენტე - პეგოლო, ტერანოვა, ანტეი, კანავარო
ბოლო 6 შეხვედრა
2-4-0 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 11 თამაში: +2=3-6, (13-17)

იუვენტუსი-ჯენოა 18:00
დისკვალიფიკაცია: მორატა - იაგო, რინკონი
ტრავმა: ასამოა, რომულო, მარონე, პირლო, კასერესი, კომანი, პოგბა - ტინო კოშტა, არიაუდო
ბოლო 6 შეხვედრა
4-2-0 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +12=7-2, (42-19)

ჩეზენა-რომა 23:45
დისკვალიფიკაცია: კეიტა, პიანიჩი (რომა)
ტრავმა: კაცოლა, მარილუნგო, ტაბანელი, ზე ედუარდო, ვალძანია, რენძეტი - სტროტმანი, ბალცარეტი, კასტანი, იბარბო, ლობონტი, მაიკონი, დე როსი, მანოლასი
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 1-5-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +0=1-4, (3-11)

ლაციო-ვერონა 23:45
დისკვალიფიკაცია: გომესი, სალა (ვერონა)
ტრავმა: პერეირინია, ჯენტილეტი, ჯორჯევიჩი, ტუნკარა - ვალოტი, მარკესი, მარკეში, იონიცა
ბოლო 6 შეხვედრა
5-0-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +5=3-4, (28-25)

პარმა-ტორინო 23:45
დისკვალიფიკაცია: მირანტე, მაური, გობი (პარმა)
ტრავმა: ბიაბიანი, ჰარასლინი - მაზიელო, ვივესი, გაცი
ბოლო 6 შეხვედრა
0-2-4 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +13=5-3, (42-18)

ნაპოლი-ატალანტა 23:45
დისკვალიფიკაცია: ალბიოლი, გულამი - კარმონა
ტრავმა: მიჩუ, გარგანო, კულიბალი - ესტიგარიბია, რაიმონდი
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 0-2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +10=11-9, (34-30)

სამპდორია-ინტერი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დე ვიტისი, რიცო, მუნიოსი, კაჩატორე - ნაგატომო, ჯონათანი, ვიდიჩი, დოდო, შაქირი
ბოლო 6 შეხვედრა
3-2-1 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +6=13-19, (34-58)

უდინეზე-ფიორენტინა 23:45
დისკვალიფიკაცია: ბადუ (უდინეზე)
ტრავმა: დომიცი, კონე - ტატარუშანუ, როსი, ბერნარდესკი, პისარო
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +13=6-19, (48-62)

ბომბარდირები:
15 - კარლოს ტევესი (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 13 - ჟერემი მენეზი (მილანი), გონსალო იგუაინი (არგენტინა); 13 - პაულო დიბალა (პალერმო), ლუკა ტონი (ვერონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული